GOGA.TV
ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო ზოდიაქოს ნიშნები
  • ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო ზოდიაქოს ნიშნები

    ცხოვ­რე­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა მო­ლო­დი­ნე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ზო­გი­ერ­თი თუ მცი­რე­დით კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ვი­ღაც გა­მუდ­მე­ბით და­ე­ძებს უკე­თესს და მჯობ­ნის-მჯობნს. არ­სე­ბობს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია, ანუ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რა­დაა უკ­მა­ყო­ფი­ლო ყვე­ლაფ­რით.

    კირჩხი­ბი - სენ­სი­ტი­უ­რი და მორ­ცხვი კირჩხი­ბი, ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ე­ძებს მე­გობ­რულ და ოჯა­ხურ გა­რე­მოს. ეს მის პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ზეც ვრცელ­დე­ბა. არა­და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კა­რი­ე­რუ­ლი გზა ია-ვარ­დე­ბით იშ­ვი­ა­თა­დაა მო­ფე­ნი­ლი. კირჩხი­ბი მთვა­რის შვი­ლია, მისი გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე ესეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. ამ ადა­მი­ა­ნებს უყ­ვართ წუ­წუ­ნი და თა­ვის შე­ცო­დე­ბა. თუმ­ცა, ცუდი გან­წყო­ბა მალე ეც­ვლე­ბათ ხოლ­მე პო­ზი­ტი­უ­რით.

    ქალ­წუ­ლი - ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი ნი­შა­ნია. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და თა­ვი­დან-ფე­ხე­ბამ­დე რე­ა­ლის­ტი ქალ­წუ­ლი ვერ ეგუ­ე­ბა სამ­ყა­როს არა­ი­დე­ა­ლუ­რო­ბას. ის დიდი დო­ზით პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტია, ამი­ტომ მუდ­მი­ვად ბუ­ზღუ­ნებს როცა ხე­დავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მის მო­ლო­დინს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მაქ­სი­მა­ლიზ­მი. ის მაქ­სი­მუმს გას­ცემს ყო­ველ­თვის, მაგ­რამ შე­დე­გიც ადეკ­ვა­ტუ­რი სჭირ­დე­ბა და მისი მო­თხოვ­ნე­ბიც მა­ღალ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

    თხის რქა - პე­სი­მის­ტი და ბუ­ზღუ­ნაა. ამას­თა­ნა­ვე სკეპ­ტი­კო­სი. თხის რქე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ უმე­ტე­სო­ბას აკ­ლია ერთი უმ­თავ­რე­სი რამ ცხოვ­რე­ბა­ში - მო­მავ­ლის იმე­დი. თხის რქა ზედ­მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რად აღიქ­ვამს სამ­ყა­როს, არა­სო­დეს სჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის და ღი­ზი­ან­დე­ბა ხალ­ხით ვინც "ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე­ე­ბით" უყუ­რებს ცხოვ­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად პირ­ქუშ, პე­სი­მისტ და უკ­მა­ყო­ფი­ლო ტი­პად მი­იჩ­ნე­ვა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    103 ნახვა
    5-09-2021, 00:57