GOGA.TV
6-12 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე
  • 6-12 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე

    ვერძი
    დაფიქრდით ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, რას მიაღწიეთ და რა დაგრჩათ გასაკეთებელი. იყავით მეტად მომთმენი და უფრო მეტს მიაღწევთ. ახალი გეგმა დეტალურად განიხილეთ. უქმეებზე პასიურად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

    კურო
    ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეიძლება ახალი სამსახური, შემოსავლის წყაროც კი გამოძებნოთ. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ ყველაფერი ახალისადმი, განსაკუთრებით თაყვანისმცემლების.

    ტყუპი
    ჩამოდით ღრუბლებიდან და გააქტიურდით. განვითარების, წინსვლის შანსი გეძლევათ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. უქმეებზე სტრესის დამარცხებაში საოჯახო ვალდებულებების შესრულება დაგეხმარებათ.

    კირჩხიბი
    გამარჯვებისა და მოგებისთვის მოემზადეთ. სხვათა შორის, ლატარიაში მოგების შანსიც
    იზრდება. იყავით თამამი და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მარტოხელებს ახალი რომანის დაწყება გელით. დაწყვილებულებს - ურთიერთობაში ჰარმონია.

    ლომი
    უსაქმურობას არავინ გაპატიებთ. ყველაფერი უნდა კონტროლოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. იყავით აქტიური პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.

    ქალწული
    მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ბავშვებს, მათ განათლებას, წინსვლას. ზოგიერთი გადაწყვეტს იმიჯის, სტილის შეცვლას. იყავით ყველგან და ყველაფერში პირველი. უქმეები თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

    სასწორი
    შეხვედრებისა და კონტაქტების კვირაა. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. ყველა საჭირბოროტო საკითხი - სახლშიც და სამსახურშიც - დამოუკიდებლად მოაგვარეთ. უკმაყოფილება და გაღიზიანება მოიმატებს და ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი.

    მორიელი
    თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმეთ ახალი საქმეები, პროექტები. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ნუ იჩხუბებთ წვრილმანების გამო. უქმეებზე შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.

    მშვილდოსანი
    ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. იყავით მოსიყვარულე მშობლების მიმართ.

    თხის რქა
    დასვენებისა და მოდუნების შესაძლებლობა არ მოგეცემათ. მაქსიმალურად უნდა იყოთ მობილიზებული ახალი პროექტების დაწყებაზე, საქმეების გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი გადაწყვეტს ბინაში ინტერიერის განახლებას.

    მერწყული
    სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ოთხშაბათიდან თავდაჯერებულად იმოქმედებთ. შეიძლება საკუთარი თავი და ძალა ახალ საქმეებში მოსინჯოთ. საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო და მიმზიდველი ხართ.

    თევზები
    ცვლილებების სურვილი ცხოვრებაში სიახლეებს მოგიტანთ. მოგინდებათ ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საოჯახო საკითხების მოგვარებაში ჩართვა. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, მეტად დაისვენეთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

    წყარო: marao.ge
    130 ნახვა
    6-09-2021, 00:44