GOGA.TV
6-12 სექტემბრის სილამაზის კალენდარი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს
  • 6-12 სექტემბრის სილამაზის კალენდარი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს

    7 სექტემბერს ახალმთვარეობას ველოდებით. ორშაბათს საინტერესო და საფრთხილო დღე გველოდება. დაგეგმილი დღე შეიძლება თავდაყირა დადგეს. პარტნიორებში შეიძლება მოიმატოს ეჭვიანობამ. ვალს ამ დღეს ნუ აიღებთ. ახალმთვარეობა მოგვიტანს უცნაურობებს, მოულოდნელობებს. არსებულ პრობლემებს ორიგინალურად მოაგვარებთ. გამოყენეთ ეს დრო ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად, ინტერნეტში მუშაობისა და სოციალურ ქსელებში გასააქტიურებლად.
    8 სექტემბრიდან დაიწყეთ ახალი საქმეები.

    6 სექტემბერი, მთვარე ქალწულშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება.
    დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.
    8 სექტემბერი, მთვარე 7:20-ზე გადავა სასწორის ნიშანში. გაგვიჩნდება სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
    10 სექტემბერი, 10:05-ზე მთვარე გადაბრძანდება ემოციურ მორიელში. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
    12 სექტემბერი, 12:35-დან მთვარე მშვილდოსანში იქნება. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    წყარო: marao.ge
    109 ნახვა
    6-09-2021, 00:46