GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მშრომელი ადამიანები
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მშრომელი ადამიანები

    მდი­რე­კი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის შე­ძე­ნა­დი თვი­სე­ბა. ადა­მი­ა­ნი ან იბა­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ, ან - არა. ეს თვი­სე­ბე­ბი კი ბავ­შვო­ბი­დან ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ მშობ­ლებს, ოჯახს და გა­რე­მო­საც დიდი როლი მი­უ­ძღვის პი­როვ­ნე­ბის სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

    ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ე.წ. "ზო­დი­ა­ქოს მუშა ნა­წილს" გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი კი ლი­დე­რი ან იდე­ის გე­ნე­რა­ტო­როა. თუმ­ცა, მშრო­მე­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფრთი­ა­ნი იდეა იდე­ად­ვე შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს. ამი­ტომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ სა­მო­მავ­ლოდ გრან­დი­ო­ზულ გეგ­მებს სა­ხავთ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო­ლი­ოთ "სტაფ­ში" შემ­დე­გი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი:

    კურო - მთა­ვა­რი მომ­მა­რა­გე­ბე­ლი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ფი­ნან­სუ­რი ზურ­გია. შე­უძ­ლია ხან­გრძლი­ვი ვა­დის პე­რი­ოდ­ში იმუ­შა­ოს შე­უს­ვე­ნებ­ლად თუკი საქ­მე ამას მო­ი­თხოვს. არა­სო­დეს გა­და­უხ­ვევს აღე­ბუ­ლი გე­ზი­დან. მაგ­რამ თქვენც მო­გე­თხო­ვე­ბათ ხელ­ფა­სის დრო­უ­ლად გა­დახ­და და მისი კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

    ქალ­წუ­ლი - ქრო­ნი­კუ­ლი "ვორ­კოჰო­ლი­კია", მუ­შა­ო­ბა გა­სა­ო­ცარ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. მი­ან­დეთ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, დე­ტა­ლებ­ში სა­კირ­კი­ტო პრო­ექ­ტე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, რომ იმედს არ გა­გიც­რუ­ებთ და ყვე­ლა­ფერს გა­სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით გა­კე­თე­ბულს ჩა­გა­ბა­რებთ. იზ­რუ­ნეთ მისი სა­მუ­შაო ად­გი­ლის სი­სუფ­თა­ვე­ზე, ჰი­გი­ე­ნუ­რო­ბა­სა და ჯან­საღ კვე­ბა­ზე. ეს უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნაა ქალ­წუ­ლის რო­გორც ხელ­ქვე­ი­თის თქვენ­თან ხან­გრძლი­ვი ვა­დით გა­სა­ჩე­რებ­ლად.

    თხის რქა - ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია ჩა­მოთ­ვლილ ნიშ­ნებს შო­რის. გა­სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ამ­ტა­ნო­ბის მქო­ნე ნი­შა­ნია. შე­გიძ­ლი­ათ თვალ­და­ხუ­ჭულ­მა ან­დოთ და­ნარ­ჩე­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. მის მახ­ვილ თვალს არა­ფე­რი გა­მო­ე­პა­რე­ბა. საქ­მეს არა­სო­დეს მი­გი­ტო­ვებთ შუა გზა­ზე, მა­ში­ნაც კი თუ სა­ა­მი­სოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა მო­უ­წევს. ოღონდ და­უ­ფა­სეთ ღვაწ­ლი და აღ­ნიშ­ნეთ, რომ მისი სა­ხით ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი გყავთ გვერ­დით. თხის რქას ძა­ლი­ან აბ­რა­ზებს და­უ­ნა­ხა­ვო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    113 ნახვა
    7-09-2021, 12:51