GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს უჭირთ ყველაზე ხშირად სიყვარულის პოვნა
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს უჭირთ ყველაზე ხშირად სიყვარულის პოვნა

    მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებ­ზე ჩა­ტარ­და და მათი მარ­ტო­ო­ბის ძი­რი­თად გან­პი­რო­ბე­ბელ ფაქ­ტო­რებ­ზე ძი­ე­ბას და­ეთ­მო, სა­ბო­ლო­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გამ­დე მი­ვი­და. გთა­ვა­ზობთ იმ ქა­ლე­ბის ტოპ სა­მე­ულს, ვი­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­აჩ­ნია პრობ­ლე­მე­ბი, სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

    ვერ­ძი
    მისი პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, მო­უთ­მენ­ლო­ბა და სი­ფი­ცხეა. ვერ­ძი ჯერ ამ­ბობს (მოქ­მე­დებს) და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იაზ­რებს რა ჩა­ი­დი­ნა ან თქვა. გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვა შე­უძ­ლია. რაც შემ­დგომ­ში ხში­რად უხ­დე­ბა სა­ნა­ნებ­ლად. მისი ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც არა­ერ­თგზი­საა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვე. ქალი ვერ­ძი სკან­და­ლე­ბის დი­დოს­ტა­ტია. ამი­ტომ უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მამრს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხოს სა­ხალ­ხოდ გა­მარ­თუ­ლი ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით. იგი იმ­პულ­სუ­რი და ზედ­მე­ტად პირ­და­პი­რია, არ ფლობს ქა­ლურ ეშ­მა­კო­ბას და დიპ­ლო­მა­ტი­ას, რის გა­მოც ხში­რად ენგრე­ვა ერთი შე­ხედ­ვით ძალ­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლად შექ­მნი­ლი ოჯა­ხი. მა­მა­კაცს ძა­ლი­ან ღლის მისი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი და ფი­ცხი ხა­სი­ა­თი.

    ქალ­წუ­ლი
    პრე­ტენ­ზი­უ­ლი, მეწვრილ­მა­ნე და ძუნ­წია. ქალ­წუ­ლის გრძნო­ბე­ბი ყო­ველ­თვის გო­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლის დრო­საც კი (თუ ასე­თი არ­სე­ბობს მის ცხოვ­რე­ბა­ში) გო­ნე­ბით სა­ზღვრავს რაში გა­მო­ად­გე­ბა მას ამ კონ­კრე­ტულ მა­მა­კაც­თან კავ­ში­რი და ღირს თუ არა სა­მო­მავ­ლოდ მას ცხოვ­რე­ბა ხან­გრძლი­ვი ვა­დით და­უ­კავ­ში­როს. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ზედ­მე­ტი პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბის გამო ამ­ბობს უარს ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცის კბი­ლე­ბი არ მოს­წონს, ზო­გის – ხმის ტემ­ბრი ან მა­ნე­რე­ბი ჭა­მის დროს. ამ ქალს ზოგ­ჯერ ისე­თი წვრილ­მა­ნე­ბი აღი­ზი­ა­ნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ხა­სი­ათ­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კვლე­ვის ხარ­ჯზეც კი ვერ გა­არ­კვი­ოთ თუ კონ­კრე­ტუ­ლად რის გამო და­გი­წუ­ნათ და აღარ გა­აგ­რძე­ლა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მას ძა­ლი­ან უჭირს ზო­გა­დად, ვინ­მეს მი­ღე­ბა. თუმ­ცა თუ ადა­მი­ა­ნი ბევ­რი ფიქ­რი­სა და აწონ-და­წონ­ვის შემ­დეგ შე­მო­უშ­ვა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­დეს და სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბის შემ­დე­გაც არ მის­ცეს მას წას­ვლის და თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

    თხის რქა
    მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი" – შე­იძ­ლე­ბა ასე და­ვა­ხა­სი­ა­თოთ ზო­გი­ერ­თი ქალი თხის რქა. ის მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და მისი მფარ­ვე­ლი პირ­ქუ­ში, მკაც­რი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნია. ამი­ტომ თხის რქის ხა­სი­ათ­ში მყა­რა­დაა გამ­ჯდა­რი წეს­რი­გი­სა და დის­ციპ­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი თხის რქა მის­თვის გა­სა­გე­ბი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, იშ­ვი­ა­თად იც­ვლის აზრს და კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს მა­მა­კაც­თან მი­მარ­თე­ბა­ში კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა. ამ ქა­ლის პრობ­ლე­მა ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვეც გახ­ლავთ. პარტნი­ო­რე­ბი ხში­რად იც­რუ­ე­ბენ გულს მისი მი­სა­მარ­თით იმის გამო, რომ მას ნაკ­ლე­ბად ეხერ­ხე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის და სით­ბოს აშ­კა­რად აფი­ში­რე­ბა. გარ­და ამი­სა, იგი ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს რას იტყვის დედა, ბე­ბია, ბი­ცო­ლა ან ბი­ცო­ლის ნა­თე­სა­ვი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ზო­გა­დად თხის რქის­თვის ოჯა­ხი და ტრა­დი­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ფე­ტიშს წარ­მო­ად­გენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ არ­ჩე­ვანს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ ნა­თე­სა­ვე­ბი და მათი აზრი, ქალი თხის რქა ხში­რად ამ უკა­ნას­კნელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებს. საკ­მა­ოდ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით დაბ­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად მსხვერ­პლად ეწი­რე­ბი­ან ოჯა­ხი­სა და სა­ნა­თე­სა­ოს ინ­ტე­რე­სებს. ამას აქვს, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი პლუ­სე­ბი, თუმ­ცა მსგავ­სი თავ­და­დე­ბის ხარ­ჯზე ქალ თხის რქას ხში­რად უწევს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    114 ნახვა
    9-09-2021, 03:00