GOGA.TV
მომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
  • მომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    7 სექტემბერს ახალმთვარეობა გვქონდა ქალწულის ზოდიაქოში. თუ რა გელოდებათ მთვარის ამ თვეში კონკრეტულად თქვენ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე მარტივად გეტყვით, რომ ქალწული მიწის ნიშანია, ისევე როგორც კურო და თხის რქა და ამიტომ უკეთესობას იგრძნობთ ამ ნიშნების წარმომადგენლები. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, მაგრამ ეცადეთ, რომ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ. დიდი საქმეც კი პატარ-პატარა ნაწილებად დაშალეთ და ისე შეასრულეთ. ანუ ყოველდღიური სისტემური მუშაობა ჯობია რეკორდების დამყარებას.

    ვერძი
    მიაქციეთ ყურადღება ყოველდღიურ საქმიანობას, დახვეწეთ თქვენი ოსტატობა. გამოასწორეთ სამსახურის საქმეებში დაშვებული შეცდომები, უზუსტობები. გააუმჯობესეთ სერვისი, რასაც გარშემო მყოფებს სთავაზობთ. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ახალ ცოდნას, პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაფიქრდით, იქნებ დამხმარეს აყვანის დროა. გამონახეთ დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. კარგია მასაჟი, იმუნიტეტის, ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პროცედურები.

    კურო
    მიაქციეთ ყურდაღება შვილებს. კარგი იქნება, თუ მოუწყოთ მათ დღესასწაულს, თამაშით ასწავლით ბევრ ახალს, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. რომანტიკული სიურპრიზებით გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი. გამონახეთ დრო საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის გამოსავლენად. გარშემო მყოფებს ყურადღება უნდა მიიქციოთ. განავითარეთ თქვენი ჰობი.

    ტყუპი
    ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, ოჯახში მომხდარ ცვლილებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. დაეხმარეთ მათ სირთულეების დაძლევაში. მოაწესრიგეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. კარგი იქნება, თუ ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და რამდენიმე თაობას ერთ სუფრასთან შეკრებთ (ვირტუალურად მაინც). თქვენ უნდა შეძლოთ, დააახალოვოთ ერთმანეთს უფროსი და უმცროსი თაობა.

    კირჩხიბი
    მიაქციეთ მეტი ყურადღება კონტაქტებს, ზარებს, მიმოწერებს. გახშირდება ინფორმაციების მიღება, მიმოსვლა. ახლა კარგი დროა სწავლისა და ცოდნის მისაღებად. წარმატებები ელით სარეკლამო, ვაჭრობისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. კარგი პერიოდია ახალი ავტომობილის შესაძენად.

    ლომი
    მატერიალური და ფინანსური საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, სარფიან საქმეებში და ეცადეთ, გონიერად განკარგოთ ფინანსები. ზოგიერთი გადაწყვეტთ თქვენი პირადი რესურესების, ცოდნის მონეტიზირებას. ჩამოწერეთ სასურველი ნივთების საყიდელი სია. ეცადეთ, მაქსიმალურად დააფასოთ საკუთარი თავი: სამსახურშიც და ოჯახშიც.

    ქალწული
    თქვენი დრო დგება. მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. აქტიურად ჩაერთეთ ახალ პროექტებში. შეიძლება სრულიად განსხვავებულ, თქვენთვის ახალ სფეროებში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას, შეიცვალეთ სტილი, იმიჯი. იყავით თამამი, მიზანსწრაფული და მიზანმიმართული.

    სასწორი
    მზის თქვენს ნიშანში გადასვლამდე და თქვენს დაბადების დღემდე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოთ წარსულის გაანალიზებისა და შედეგების შეფასებისთვის. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, ჩამოწეროთ ის იდეები და გეგმები, რასაც განახორციელებთ მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ. ეს ერთი თვე გამოიყენეთ საკუთარ სურვილებში გასარკვევად. კარგია, რომ მოილოცოთ წმინდა ადგილები, განმარტოვდეთ, გქონდეთ წყალთან კონტაქტი. კარგ შედეგს მოგიტანთ ლოცვა და მედიტაცია. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ნაყოფიერად გამოავლინეთ თქვენი თავი მხატვრობაში, პოეზიაში, მუსიკაში. კარმის გაუმჯობესება თუ გსურთ, მიმართეთ ქველმოქმედებას. გაუზიარეთ გაჭირვებულებს საკვები და სამოსი.

    მორიელი
    სურვილებისა და მიზნების განხორციელბის დრო დაგიდგათ. ჩამოყალიბდით, რას უნდა მიაღწიოთ სამომავლოდ, რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ მომავალში საუკეთესო შედეგი მიიღოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან. შეხვდით მათ. რეტროგრადული მერკურის დრო კი - დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ. ზოგიერთმა შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად განახორციელოთ ახალი იდეები, ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეტად გააქტიურდეთ ინტერნეტში; განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ონლაინპროექტებთანაა კავშირში. ან ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ საქმიანობა ინტერნეტით.

    მშვილდოსანი
    მთელი აქცენტი ბიზნესის განვითარებაზე, დაწინაურებაზე უნდა გადაიტანოთ. გადახედეთ უკვე მიღწეულს, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და მოემზადეთ მომავალი გრანდიოზული ნაბიჯის გადასადგმელად. მოგინდებათ დაწინაურება, წარმატების მიღწევა კარიერაში. დაისახეთ სტრატეგიული მიზანი. იყავით მომართული გამარჯვებაზე. კარგი იქნება, თუ მიიღებთ კონკურსში მონაწილეობას და ყველა ღონეს იხმართ, რომ გაიმარჯვით და სპონსორების ყურადღება მიიქციოთ.

    თხის რქა
    შანსი მოგეცემათ გარშემო მყოფებში აიმაღლოთ ავტორიტეტი, დაგაფასონ, გახდეთ პოპულარული. დაფასდება თქვენი სიტყვა და მიმდევრებიც კი გამოგიჩნდებიან. უბრალოდ, მორცხვობა უნდა დაამარცხოთ და მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მეტი დრო დაუთმეთ განათლებას, განსაკუთრებით ხანგრძლივს, სერიოზულს, - მეორე პროფესიის დიპლომის მიღებას. მარტივად და თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ იურიდიულ საკითხებს.

    მერწყული
    გონივრულად უნდა განკარგოთ პარტნიორების - ბიზნეს და სასიყვარულო - ფინანსები. მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან საქმიანობაში, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია. პირველ რიგში გადაიხადეთ გადასახადები, გაისტუმრეთ ვალები. კარგი იქნება, თუ გამოავლენთ თქვენს ინტერესს ეზოტერიკისა და ფსიქოლოგიისადმი. გაღრმავდებით ამ სფეროებში.

    თევზები
    გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. დიპლომატიურად გაერკვიეთ უსიამოვნებებში. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ვინ გსურთ დაინახოთ თქვენ გვერდით და ვისთან ერთად გსურთ მომავალში განვითარება. მოერიდეთ მსხვერპლის როლში ყოფნას (ან ტირანის, ან გადამრჩენელის). ნუ ხართ ორიენტირებული სხვებზე, იყავით მომართული საკუთარი თავის გაუმჯობესებზე, წინსვლაზე.

    წყარო: intermedia.ge
    109 ნახვა
    10-09-2021, 02:25