GOGA.TV
13-19 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე
  • 13-19 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ნახეთ კვირის საუკეთესო დღე

    ვერძი
    ახლა ღრუბლებში ფრენის კი არა, კონკრეტული საქმეების შესრულების დროა. ჩაფიქრებულის რეალიზების შანსი გეძლევათ. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ. დაწყვებულებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის სურვილებსა და მოთხოვნებს.

    კურო
    თუ ცვლილებები გსურთ, თქვენით დაიწყეთ. რთულ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. უქმეებზე შეიძინეთ საოჯახო ნივთები. იზრუნეთ, რომ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება ტკბილი და თბილი იყოს.

    ტყუპი
    ნუ ეცდებით საქმეების გარჩევას კოლეგებთან. იყავით თავშეკავებული. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ნუ გიკვირთ, რომ საქმეების გამო სულიერი კონტაქტი დაკარგეთ საყვარელ ადამიანთან.

    კირჩხიბი
    არც ჩუმად იჯდეთ და არც ზედმეტი ვალდებულება აიკიდოთ. მარტოხელებს სასიყვარულო თავგადასავალი და მნიშვნელოვანი გადაწყევტილების მიღება გელით. უქმეებზე შეამცირეთ კონტაქტები და ოჯახში, ბავშვებთან ერთად დაისვენეთ.

    ლომი
    რთულ სიტუაციაში მარტივად გაერკვევით. შეიძლება გარისკოთ და სასურველის მისაღწევად მსხვერპლიც კი გაიღოთ. თუ მკვახე გამონათქვამებისგან თავს არ შეიკავებთ, უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით. უქმეებზე ექსკურსია სიმშვიდეს მოგანიჭებთ, პოზიტივით აგავსებთ.

    ქალწული
    ცივი გონებით იმოქმედეთ, როცა საქმე ვალდებულებას, კონკურენტების ჩამოცილებას შეეხება. იზრუნეთ იმიჯის გაუმჯობესებაზე, შეიძინეთ ახალი სამოსი, აქსესუარები. ნუ გაანაწყენებთ გარშემო მყოფებს მკაცრი შენიშვნებით. ეცადეთ, სასიყვარულო ურთიერთობაში იდილიამ დაისადგუროს.

    სასწორი
    დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. კარგი იქნება მავნე ჩვევებთან განშორება, დიეტის დაწყება. შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ნუ ჭირვეულობთ და იმაზე მეტს ნუ ითხოვთ, ვიდრე პარტნიორს თქვენთვის მოცემა შეუძლია. იყავით ლოიალური.

    მორიელი
    მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ. დააკვირდით რას ამბობენ და აკეთებენ გარშემო მყოფები. საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობა კარგს არაფერს მოგიტანთ. უქმეებზე ერთად დაგეგმეთ თქვენი მომავალი.

    მშვილდოსანი
    იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. პირადი ცხოვრების გამხელამ გარშემო მყოფებში შეიძლება შური გამოიწვიოს. მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც მყარ კავშირს შექმნით. კარგი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა, ზომიერება კვებაში.

    თხის რქა
    ოფისში გვიანობამდე მუშაობის ნაცვლად შეხვდით მეგობრებს. მათი დახმარებით საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მოიკითხეთ ნათესავები და დაეხმარეთ ახლობლებს. თუმცა, ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ, დასვენება და სასიამოვნო საყიდლები არ გაწყენთ.

    მერწყული
    თამამად გამოთქვით თქვენი აზრები და სურვილები. იყავით თავდაჯერებული. უქმეებზე ქალაქში მაინც გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, დატკბით უსაქმურობით. მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, ვისზეც ოცნებობდით.

    თევზები
    სურვილების ასრულების დროა, უნდა გააქტიურდეთ, თუ დამოუკიდებლობა, თვითრეალიზება გსურთ. მეტად გაეცით სიყვარული და მზრუნველობა, რაც ლამაზი და მყარი კავშირის გარანტიაა. უქმეებზე შინ ნათესავებს უმასპინძლეთ.

    წყარო: marao.ge
    124 ნახვა
    13-09-2021, 01:47