GOGA.TV
13-19 სექტემბრის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი
  • 13-19 სექტემბრის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი

    კვირის დასაწყისში ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ აჰყვეთ ილუზიებს. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები: დახატეთ, დაწერეთ, მოქსოვეთ, მოქარგეთ. მათრობელა საშუალებებით ტკბობას არ გირჩევთ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება გაცივდეს გრძნობები, ურთიერთობები. მოგინდეთ ყველა დეტალში გარკვევა. მოიმატებს ეჭვიანობა. იყავით თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.

    13 სექტემბერი, მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი,
    კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    14 სექტემბერი, მთვარე 15:35-ზე თხის რქაში გადავა. მთვარე მკაცრი და ასკეტური გადის თხის რქის ზოდიაქოს. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    16 სექტემბერი, 18:45-ზე მთვარე მერწყულს ესტუმრება. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    19 სექტემბერი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    წყარო: marao.ge
    59 ნახვა
    13-09-2021, 01:48