GOGA.TV
როგორი დედები არიან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები
  • როგორი დედები არიან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები

    ნიშ­ნად, თორ­მეტ გან­სხვა­ვე­ბულ ფსი­ქო-ტი­პად იყო­ფა. ნიშ­ნებს კი თა­ვის მხრივ მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბი ჰყავს, რო­მელ­თა­გან ზოგს ქა­ლურ, ზოგს კი მა­მა­კა­ცურ ენერ­გე­ტი­კას მი­ა­წე­რენ ას­ტრო­ლო­გე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქა­ლე­ბი რო­მელ­თაც ე.წ. მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე პლა­ნე­ტის მმარ­თვე­ლო­ბით ერ­გოთ და­ბა­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლის სა­კითხს. ხოლო მათ ვინც ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის ინ­ტენ­სი­ვო­ბის მქო­ნე პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩა­ნა­სახ­ში­ვე გა­აჩ­ნი­ათ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მზრუნ­ვე­ლი ხა­სი­ა­თი და დე­დო­ბის ინ­სტინ­ქტი.

    ყვე­ლა­ზე ხში­რად კა­რი­ე­რის­ტო­ბით და ოჯა­ხუ­რი კე­რის ქო­ნის ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნი­ლე­ბით ცე­ცხლის სტი­ქი­ის ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ვერ­ძებ­სა და მშვილ­დოს­ნებს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა მი­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, ამ­გვა­რი ქა­ლე­ბი შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე გვი­ან ასაკ­ში ფიქ­რო­ბენ. თუმ­ცა, თუ გა­რე­მო­ე­ბა აი­ძი­ლებთ, რომ მა­ინც გახ­დენ დედა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბით იშ­ვი­ა­თად ანე­ბივ­რე­ბენ შვი­ლებს. ასე­თი დე­დის შვი­ლი ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იზ­რდე­ბა,. იმი­ტომ რომ, არ არის მიჩ­ვე­უ­ლი დე­დის­გან გა­და­მე­ტე­ბულ ქო­მა­გო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბათ ლო­მებს, მათ­თვის სა­კუ­თა­რი იმი­ჯი და სტა­ტუ­სია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამი­ტომ მსგავ­სად ვერ­ძე­ბი­სა და მშვილ­დოს­ნე­ბი­სა, ეს ქა­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ხვდე­ბი­ან "გა­და­რე­უ­ლი დე­დე­ბის" რი­ცხვში. თუკი ზედ­მე­ტად მზრუნ­ვე­ლი დედა-ლომი შეგ­ხვედ­რი­ათ, უნდა იცო­დეთ, რომ მის პი­რად რუ­კა­ში კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს გავ­ლე­ნა იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი.

    ჰა­რო­ვა­ნი ქა­ლე­ბი ცე­ცხლე­ბის მსგავ­სად, ნაკ­ლე­ბად არი­ან გა­მორ­ჩე­ულ­ნი დე­დობ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბით. უფრო მე­ტიც, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პირ­მ­შოს მი­მართ ძალ­ზე ხში­რად მე­გობ­რულ-ძმა­კა­ცუ­რი უფ­როა, ვიდ­რე დედა-შვი­ლუ­რი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მოვ­ყოფ­დი ტყუპ­სა და მერ­წყუ­ლებს. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდას თა­ვი­სე­ბურ გა­სარ­თო­ბად აღიქ­ვამს, მე­ო­რეს კი ხში­რად ახა­სი­ა­თებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპე­რი­მენ­ტის ტა­რე­ბა სა­კუ­თარ ნა­ში­ერ­ზე (კვე­ბის, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის და ჰი­გი­ე­ნის კუ­თხით). აი, რაც შე­ე­ხე­ბა სას­წორს, ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი­დან ის ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად გა­მო­ირ­ჩე­ვა მზრუნ­ვე­ლი ხა­სი­ა­თი­თა და დე­დობ­რი­ვი ინ­სტიქ­ტე­ბით. თუმ­ცა ბავ­შვებს, მე­უღ­ლე­ზე წინ არა­სო­დეს და­ა­ყე­ნებს.

    წყლის სტი­ქი­ის ქა­ლებს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვთ გა­მო­ხა­ტუ­ლი დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტე­ბი, რაც ძი­რი­თა­დად მათი ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­თა და მო­წო­დე­ბით არის დი­ა­სახ­ლი­სი და დედა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია იგი თა­ვი­სი ნიშ­ნის თუ ატი­პუ­რი, ყო­ველ­თვის უნაკ­ლო დე­დე­ბი არი­ან და ხში­რად სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­საც კი სწი­რა­ვენ მსხვერ­პლად, შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას. არა­ნაკ­ლე­ბი თვით­შე­წირ­ვის ნი­ჭი­თაა ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი თევ­ზე­ბი. დედა თევ­ზი უზო­მოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი დე­დაა. თუმ­ცა, ლო­ი­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გამო, ხში­რად ვერ ახერ­ხებს შვი­ლე­ბი მტკი­ცე ხა­სი­ა­თის მქო­ნე, ნე­ბის­ყო­ფი­ან ინ­დი­ვი­დე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. აი, რაც შე­ე­ხე­ბა მო­რი­ელს, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვან "პა­ლიტ­რას" ვხვდე­ბით, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ისე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძნე­ლია იმის თქმა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­რი­ელ­ში დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტე­ბი. თუმ­ცა, როცა სი­ტუ­ა­ცია დე­დო­ბის ტვირ­თის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბას აი­ძუ­ლებს ან თა­ვად მი­დის ამ დას­კვნამ­დე, ქალი მო­რი­ე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მზრუნ­ვე­ლი და ზო­მი­ე­რად მკაც­რი მშო­ბე­ლია. ამი­ტომ ბავ­შვე­ბი მის აზრს არამ­ხო­ლოდ პა­ტა­რა ასაკ­ში, უკვე მო­წი­ფუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც დიდ პა­ტივს სცე­მენ და ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

    და­ბო­ლოს, გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რო­გო­რი დე­დე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ზე მყა­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე მდედ­რე­ბი – მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ყველ­ზე იდე­ა­ლუ­რი ამ მხრივ ქალი კუ­როა. მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­უძ­ლია ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა და დე­დო­ბა ერ­თმა­ნეთს ეფექ­ტუ­რად შე­უ­თავ­სოს. ეს მის­თვის ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამი­ტომ ქალი კუ­რო­ე­ბი არა­სო­დეს გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან "ტან­ჯუ­ლე­ბად", თუკი სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვს, რომ სას­წორ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­პირ­წო­ნედ უნდა და­დონ. რაც შე­ე­ხე­ბათ ქალ­წუ­ლებს, კუ­რო­ე­ბის მსგავ­სად მათ­თვი­საც მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია ოჯა­ხის ქა­ლი­სა და დე­დის რო­ლის მორ­გე­ბა. ხოლო კი­დევ ერთ მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს თხის რქას, ძა­ლი­ან უჭირს პრო­ფე­სი­ულ მის­წრა­ფე­ბებ­სა და ოჯა­ხურ მო­ვა­ლე­ო­ბებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. ამი­ტო­მაც არ არის გა­საკ­ვი­რი ის ფაქ­ტი, რომ ქალი თხის რქე­ბი ხში­რად კარ­გი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბის შანსს უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, ვიდ­რე დე­დო­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    81 ნახვა
    14-09-2021, 14:35