GOGA.TV
ყველაზე ერთგული და მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები
  • ყველაზე ერთგული და მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

    იუ­მო­რის გრძნო­ბა ან ხატ­ვის ნიჭი თან­და­ყო­ლი­ლი თვი­სე­ბაა – იგი ან გაქვს, ან – არა. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად სი­ტუ­ა­ცია და გა­რე­მოც დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რამ­დე­ნად გვაქვს უნა­რი ვუ­ერ­თგუ­ლოთ ვინ­მეს. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი" ფაქ­ტო­რე­ბი­სა, არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვი­საც ერ­თგუ­ლე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უნა­რი და­ბა­დე­ბი­დან­ვე აქვს ძვალ-რბილ­ში გამ­ჯდა­რი. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ სტი­ქი­ე­ბი, რო­მელ­თაც ესა თუ ის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა თა­ვის მხრივ სამ ფსი­ქო­ტიპ­ში ერ­თი­ან­დე­ბა – კარ­დი­ნა­ლუ­რი, მუ­ტა­ბე­ლუ­რი, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია ვი­ვა­რა­უ­დოთ რამ­დე­ნად ერ­თგუ­ლია ესა თუ ის პირი.

    პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და სი­ჯი­უ­ტით ყვე­ლა­ზე მე­ტად ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან: ლომი, მერ­წყუ­ლი, მო­რი­ე­ლი და კურო ყო­ველ­თვის მყა­რად დგა­ნან სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბა­ზე, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თად ან სა­ერ­თოდ არ იც­ვლი­ან აზრს.

    კარ­დი­ნა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი მდგრა­დო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ვერძს, კირჩხიბს, თხის რქა­სა და სას­წორს მი­უ­ხე­და­ვად იმი­ჯი­სა, არა­სო­დეს ახა­სი­ა­თებთ მორ­ჩი­ლე­ბის ან სხვი­სი აზ­რის/შე­ხე­დუ­ლე­ბის გავ­ლე­ნა­ში მოქ­ცე­ვა.

    ხოლო მუ­ტა­ბე­ლურ ნიშ­ნებს შო­რის ძა­ლი­ან ხში­რად გვხვდე­ბი­ან ცვა­ლე­ბა­დი, არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნე­ბი. ტყუ­პი, მშვილ­დოს­ნე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი და თევ­ზე­ბი ძალ­ზე ხში­რად იც­ვლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბას ამის გამო მათ­ზე ბო­ლომ­დე დაყ­რდნო­ბა არ ღირს.

    ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რით ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ნიშ­ნებს შო­რის მხო­ლოდ სამი ნი­შა­ნია და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ესე­ნი არი­ან: თხის რქე­ბი, კუ­რო­ე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი. თხის რქის ერ­თგუ­ლე­ბა სი­ჯი­უ­ტეს და მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბას ეფუძ­ნე­ბა. კუ­როს ერ­თგუ­ლე­ბა - მიჩ­ვე­ვას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    86 ნახვა
    14-09-2021, 14:38