GOGA.TV
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც არ უნდა ენდოთ
  • 5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც არ უნდა ენდოთ

    ენდობით ზოდიაქოს ნიშნებს და იმ მითითებებს, რომელსაც სამყარო გვიზიარებს? არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ნდობაც არცერთი პროცენტით არ შეიძლება, რადგან კოსმოსი გვეუბნება რომ ეს 5 ზოდიაქოს ნიშანი ღალატისკენ არის მიდრეკილი და მათთან თანაცხოვრება ღალატის გარეშე წარმოუდგენელია.

    ვერძი
    ვერძი პარტნიორები თავიანთი მეორე ნახევრის მიმართ ინტერესს მალე კარგავენ და მათ ღალატის, ახალ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ. ნელი და სტაბილური კურო ვერძისთვის მოსაწყენია, რბილი და ნაზი კირჩხიბი ძალიან ემოციურია და ვერძისთვის მიუღებელი. ამიტომ მზად იყავით ვერძებს ღალატი უყვართ.

    ტყუპები
    ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მოღალატე ნიშანი სწორედ ტყუპებია. ეს ნიშანი ცვალებადია და ტყუპებმა არასდროს იციან რა უნდათ, რის გაკეთებას აპირებენ ისინი მომავალში.

    ტყუპებს განუწყვეტლივ სჭირდებათ სტიმულირება და ადვილად ბეზრდებათ ურთიერთობები.

    სასწორი
    სასწორი ვენერას ნიშანია, არის სიმბოლო რომანტიკული ურთიერთობების, თუმცა ამის მიუხედავად ღალატზე მაინც ფიქრობს.

    თუ სასწორი ღალატობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ცდილობენ შეასრულონ ის, რასაც გრძნობენ, ანუ აღარ აქვთ გრძნობები პარტნიორის მიმართ, ან ძველებურ მუხტს ვერ იღებენ მისგან.

    ღალატის შემდეგ სასწორები თავს საშინლად გრძნობენ, მაგრამ ამ ცუდ თვისებას მაინც ვერ ანებებენ თავს.

    მორიელი
    ჭეშმარიტად მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია, თუმცა თუ ისინი პარტნიორის ღალატს გადაწყვეტენ, აუცილებლად დამალავენ ამ ქმედებას და ამ საიდუმლოთი ცხოვრებას გააგრძელებენ.

    როდესაც საქმე ღალატს ეხება, მორიელს ყოველთვის აქვს ღრმა მიზეზი, რომლითაც ამ ქმედებას გაამართელბს, მაგალითად მორიელი ღალატობს ემოციური სისუსტის გამო, იმიტომ რომ ძველი ჭრილობები მოიშუშოს, შესაძლოა მას "საიდუმლო რომანი" ხიბლავდეს. მორიელებს საიდუმლოებები უყვართ.

    თევზები
    ბოლო ღალატისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნავი თევზებია, ამ ზოდიაქოს ნიშანმა ტყუპებისა და სასწორის მსგავსად, ზუსტად არ იცის რა სურს, მისი სურვილები და ფიქრები ხშირად გაორმაგებულია.

    თევზები მარტივად ეგებიან მახეში, ვერ უძლებენ ცდუნებას და თუ სხვა ადამიანის მიმართ მაგნიტურ კავშირს გრძნობენ მაშინ დაუფიქრებლად ღალატობენ პარტნიორს.

    წყარო; marao.ge
    76 ნახვა
    15-09-2021, 03:35