GOGA.TV
სამი მთავარი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გააჩაღო ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომანი ტყუპ მამაკაცთან
  • სამი მთავარი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გააჩაღო ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომანი ტყუპ მამაკაცთან

    ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი და ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ამი­ტომ ქა­ლის­თვის ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის ზო­დი­ა­ქო სა­ი­მი­სოდ, რომ სწო­რად გან­სა­ზღვროს მათი მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა და შე­არ­ჩი­ოს მიდ­გო­მა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. თუკი თქვენ სტა­ბი­ლურ ოჯახ­ზე, დიდ ქორ­წილ­ზე, ბევრ შვილ­ზე, სა­კუ­თარ სახლზე, ერ­თგულ და ში­ნა­ყუ­და ქმარ­ზე ოც­ნე­ბობთ ჩვე­ნი სტა­ტია თქვენ­თვის ნამ­დვი­ლად არ არის. მაგ­რამ თუ თქვენ იმ ქა­ლე­ბის რი­ცხვში ხართ, ვინც სიყ­ვა­რულ­ში თავ­გა­და­სავ­ლებს, ექ­სპე­რი­მენ­ტებს, მუდ­მივ სი­ახ­ლეს, სი­ურპრი­ზებს და სიმ­სუ­ბუ­ქეს და­ე­ძებს, გა­მოგ­ვყე­ვით... დღეს ტყუპ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უფრო სწო­რად გა­გიმ­ხელთ იმ სამ მო­მა­ჯა­დო­ვე­ბელ თვი­სე­ბას რის გა­მოც ტყუპ მა­მა­კაც­ზე ღირს ქორ­წი­ნე­ბა.

    1. ის მახ­ვილ­გო­ნი­ე­რია - ტყუ­პი მერ­კუ­რით მარ­თუ­ლი ნი­შა­ნია. ამი­ტომ მას ყო­ველ­თვის აქვს სა­სა­უბ­რო თემა და არც კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის მხრივ მო­ი­კოჭ­ლებს. მთა­ვა­რია, თა­ვად თქვენ არ აღიქ­ვათ მისი ეს უზო­მო კონ­ტაქ­ტუ­რო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის თე­მად. სხვა მხრივ კი ტყუ­პთან ნამ­დვი­ლად არ მო­ი­წყენთ. მას შე­უძ­ლია ხა­სი­ა­თი გა­მო­გი­კე­თოთ, გა­გამ­ხნე­ვოთ და გა­გამ­ხი­ა­რუ­ლოთ ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხართ.

    2. ის მიხ­ვედ­რი­ლია - არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ტყუ­პი ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნე­ვენ, მაგ­რამ არ იმ­ჩნე­ვენ. და ეს მო­საზ­რე­ბა სავ­სე­ბით სწო­რია, თუკი მა­მა­კაც ტყუპს და­აკ­ვირ­დე­ბით, იგი გამ­გე­ბი­ა­ნი და მიხ­ვედ­რი­ლია, თუმ­ცა არ ახა­სი­ა­თებს ჩვე­ვა სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მო­გახ­ვი­ოთ თავ­ზე. ამი­ტომ ამ კაც­თან ქალი თავს სა­ოც­რად თა­ვი­სუფ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს.

    3. ის მხი­ა­რუ­ლია - არ­სე­ბობს ცნო­ბი­ლი სტა­ტის­ტი­კა იმის შე­სა­ხებ თუ რა თვი­სე­ბა მი­აჩ­ნი­ათ ქა­ლებს მა­მა­კა­ცებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლად. მათ შო­რის კი უპი­რო­ბოდ ლი­დე­რობს იუ­მო­რის ნიჭი. ამი­ტომ ტყუ­პთან რო­მა­ნი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ნა­პო­ვა­რია ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის, ვინც ჯან­საღ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ე­ძებს ცხოვ­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    72 ნახვა
    18-09-2021, 00:50