ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა

2017 წლის 15 ნოემბერს, ცისნამი საყვარლიშვილმა, “Adelphi University,”-ში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა. იდეა პროფესორ Jeffrey Goldstein-ს ეკუთვნოდა, რომელმაც პირადად შესთავაზა ცისნამს, მისი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ესაუბრა, ბაკალავრის სტუდენტებისათვის. ჯგუფი დაახლოებით 50 ახალგაზრდისგან შედგებოდა. მათგან მხოლოდ სამმა იცოდა საქართველოს შესახებ. ერთმა გოგონამ თქვა რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო. ახალგაზრდა ბიჭმა, საბერძნეთიდან იცოდა, რომ საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, როგორც საბერძნეთი. ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ცნობილი ჩემპიონი, ქართული კალათბურთის მეფე - ზაზა ფაჩულია, ქართველია. დანარჩენ მათგანს კი წარმოდგენა არ ჰქონდა საქართველოს შესახებ.
"პროფესორმა წარმადგინა და ხუთი წუთის მერე მე დავიწყე საუბარი. რამოდენიმე სიტყვა ვთქვი, ჩემს შესახებ და შემდეგ ვისაუბრე საქართველოზე. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი ვახსენე. მოკლედ მოვყევი ისტორია, კულტურა, ყურადღება გავამახვილე დამწერლობაზე, ვაჩვენე ტურისტული ადგილების ფოტოები, ვიდეო, ღვინის სამშობლო, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი, ოკუპირებული ტერიტორიების 25 %, ეკონომიური კრიზისი, ეროვნული ვალუტის ცვალებადობა, საქართველოს პრეზიდენტები, დღევანდელი მთავრობის ხედვები, პერსპექტივები, ახალი ინვესტიციები, უგემრიელესი სამზარეულო, მსოფლიოში ცნობილი ხაჭაპური, ქართული ცეკვა-სიმღერა, სტუმართმოყვარეობა, დიდი გული და ბედნიერი ერი. ერთ საათსა და თხუთმეტ წუთში ზოგადი წარმოდგენა შევუქმენი ყველას, საქართველოს შესახებ. როგორც პროფესორმა აღნიშნა ვსაუბრობდი დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით. ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. დამისვეს კითხვები და სიამოვნებით ვპასუხობდი. ძალიან ლამაზი ლექცია გამომივიდა და ვფიქრობ, თითოეულ სტუდენტს დიდხანს ემახსოვრება. რამოდენიმე მათგანი საქართველოსაც ესტუმრება. ვთვლი, რომ ჩემთვის სწორედ ეს არ წარმატება და არა ის, ალუმინის გვირგვინს დამადგამენ თავზე და შემდეგ "ავთა კაცთა" ენის გამო მომხსნიან. მე ვგიჟდები საქართველოზე და ჩემი, როგორც ქართველის ვალია მასზე ხმამაღლა ვისაუბრო და მსოფლიოს გავაგებინო, მე საქართველოდან ვარ, ყველაზე მაგარი ქვეყნიდან." - გვიამბო ცისნამ საყვარლიშვილმა.

ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
ლექცია საქართველოზე, ცისნამი საყვარლიშვილმა Adelphi University- ში წაიკითხა
4 622 ნახვა
15-11-2017, 22:18
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!