GOGA.TV
"ენმ"-ის ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს
  • "ენმ"-ის ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

    დაპირისპირება დმანისში - "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ სოფელ განთიადში მოხდა.

    ოპოზიცია მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და ფაქტს ანგარიშსწორებას უწოდებს.

    "მმართველი გუნდის" აქტივისტები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ერთმანეთში მოუვიდათ.
    65 ნახვა
    21-09-2021, 09:30