GOGA.TV
როგორ მოვხიბლოთ მყისიერად პირველივე პაემანზე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როგორ მოვხიბლოთ მყისიერად პირველივე პაემანზე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუმ­ცა, თუკი თქვენ წი­ნას­წარ გე­ცო­დი­ნე­ბათ ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, გა­ცი­ლე­ბით გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და პა­ე­მან­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დე­ბით, რათა სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის გული მარ­ტი­ვად მო­ი­გოთ.

    ვერ­ძი
    მა­მა­კა­ცი ვერ­ძი დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ იგი იშ­ვი­ა­თად გეგ­მავს წი­ნას­წარ პა­ე­მა­ნის ად­გილს და დროს. ვერძთან ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ ვერ­ძი მა­მა­კა­ცი მოგ­წონთ მზად უნდა იყოთ იმის­თვის, რომ თქვე­ნი რჩე­უ­ლი დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს მო­ი­სურ­ვებს თქვენ ნახ­ვას. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ყოფ­ნა მო­გე­თხო­ვე­ბათ და ოც­ნე­ბა იმა­ზე, რომ კა­ბას­თან შე­სა­ფე­რი­სი ფეხ­საც­მე­ლის და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად ვინ­მე მოგ­ცემთ დროს ნამ­დვი­ლად არ ღირს. ვერ­ძი მა­მა­კა­ცი მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი მო­სა­უბ­რეა. ამი­ტომ მას­თან ერ­თად თავს მო­წყე­ნი­ლად არც ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ იგ­რძნობთ, თუნ­დაც თქვენ­მა პა­ე­მან­მა სუ­ლაც ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სკვერ­ში ჩა­ი­ა­როს.

    კურო
    მა­მა­კა­ცი კურო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს. ამი­ტომ, თუ მას თქვენ­და­მი სიმ­პა­თია გა­აჩ­ნია, და­გეგ­მი­ლი პა­ე­მა­ნის შე­სა­ხებ სულ მცი­რე ერთი კვი­რით ადრე გაც­ნო­ბე­ბენ. იგი გულ­დას­მით და­აკ­ვირ­დე­ბა თქვენს ქცე­ვებს, თუმ­ცა ემო­ცი­ე­ბის ამო­ხეთ­ქვას და კომ­პლი­მენ­ტე­ბის ზღვას მის­გან ნუ ელით. იგი აუჩ­ქა­რებ­ლად გა­მო­ი­ტანს დას­კვნას შე­ე­ფე­რე­ბით თუ არა ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა თუკი კურო მა­მა­კა­ცი პა­ე­მან­ზე გპა­ტი­ჟებთ, ეს უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ან­გა­რი­ში თქვენ სა­სარ­გებ­ლო­დაა. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, კუ­როს გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა (რო­გორც მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში) კუ­ჭზე გა­დის. ამი­ტომ იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­გეგ­მავს პა­ე­მანს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. მაგ­რამ თქვენ იმ დღეს დი­ე­ტა და ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებ­ზე ფიქ­რი თა­ვი­დან უნდა ამო­იგ­დოთ. კუ­როს ეს ნამ­დვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბა.

    ტყუ­პი
    რო­გორც წესი, ტი­პუ­რი ტყუ­პი მა­მა­კა­ცი პა­ე­მანს მის ად­გილს, დროს და სა­ათს არა­ერ­თგზის ცვლის. ეს იმი­ტომ, რომ თა­ვად მას დღის მან­ძილ­ზე ლა­მის ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დი­ლით რომ თქვენ­თან ერ­თად სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბას ბარ­ში გეგ­მავ­და, შუ­ა­დღი­სას აღ­მო­ა­ჩენს, რომ თავს კი­ნო­ში უკეთ იგ­რძნობს. პა­ე­მან­ზე იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­აგ­ვი­ა­ნებს თუ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით არა, რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ინც. თუმ­ცა, როცა სა­ბო­ლო­ოდ მო­აღ­წევს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს მო­გიყ­ვე­ბათ იმა­ზე თუ რა მი­ზე­ზით და­აგ­ვი­ან­და, ჩხუბს და, მით უმე­ტეს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტას ნამ­დვი­ლად აღარ მო­ი­სურ­ვებთ.

    კირჩხი­ბი
    კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცი კომ­ფორ­ტი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ პა­ე­მანს იგი, რო­გორც წესი, ისეთ ად­გი­ლას და­ნიშ­ნავს, სა­დაც უკვე არა­ერ­თგზი­საა ნამ­ყო­ფი და იქა­უ­რო­ბა ოჯა­ხუ­რად აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი. ღმერ­თი არ გა­გი­წყრეთ და რა­ი­მე სა­ხის საყ­ვე­დუ­რი არ წა­მოგცდეთ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, თო­რემ კირჩხი­ბი ამით ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­დე­ბა. სა­ერ­თო­დაც, მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი გე­მოვ­ნე­ბა­ში მსგავ­სე­ბას ძა­ლი­ან აფა­სებს, მით უმე­ტეს, კვე­ბის სა­კი­თხში. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს არ უყ­ვარს ოფი­ცი­ო­ზი და პომ­პე­ზუ­რო­ბა, ამი­ტომ მას­თან ერ­თად მყუდ­რო ატ­მოს­ფე­რო­ში მო­გი­წევთ გან­მარ­ტო­ე­ბა. ე.წ. "რეს­ტორ­ნე­ბის და­ხურ­ვის" ჩვე­უ­ლე­ბა ლო­მე­ბის­კენ მო­ი­კი­თხეთ. კირჩხიბს სიმ­ყუდ­რო­ვე უყ­ვარს. მის­გან პირ­ვე­ლი­ვე პა­ე­მან­ზე სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მას ნუ ელო­დე­ბით. კირჩხიბ­თან შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რი აღი­ა­რე­ბის ლო­დი­ნი წლე­ბიც კი დაგ­ჭირ­დეთ; ისიც სა­კი­თხა­ვია, სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მე­ტებს ამ ფრა­ზას თქვენ­თვის თუ არა. სიყ­ვა­რუ­ლი ხომ სი­ტყვებ­ზე მე­ტად საქ­ცი­ე­ლით მტკიც­დე­ბა. ჰოდა, აცა­ლეთ კირჩხიბს.

    ლომი
    მა­მა­კა­ცი ლომი ნე­ბის­მი­ერ უმ­ნიშ­ვნე­ლო პა­ე­მან­საც კი მე­ფუ­რი პომ­პე­ზუ­რო­ბით გეგ­მავს. შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი რო­მე­ლი­მე სუ­პერ­მო­დუ­რი და ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად. თუმ­ცა, თქვენ უპი­რო­ბოდ მო­გე­თხო­ვე­ბათ, ლო­მის მიერ შექ­მნილ ამ მე­ფურ ან­ტუ­რაჟს შე­ე­ფე­რე­ბო­დეთ, რო­გორც ჩაც­მა-და­ხურ­ვით, ისე თა­ვის და­ჭე­რი­თა და ეტი­კე­ტის ცოდ­ნით. სხვამ­ხრივ ლომი თქვენ მი­მართ სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავს ინ­ტე­რესს. სა­მა­გი­ე­როდ, თუ შე­ძე­ლით და ლომს ღირ­სე­უ­ლი კომ­პა­ნი­ო­ნო­ბა გა­უ­წი­ეთ პირ­ველ პა­ე­მან­ზე (რა­საც თან უნდა მოჰ­ყვეს თქვე­ნი მხრი­დან უზო­მო მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბის არა­ერ­თგზის და­ფიქ­სი­რე­ბა), იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბა იმა­ზე, რომ დე­დოფ­ლის ვა­კან­ტუ­რი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ მის ცხოვ­რე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია – გულ­ში.

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წულ მა­მა­კაც­თან პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი, რენტგე­ნის აპა­რატ­ზე გა­შუ­ქე­ბას ჰგავს. იგი უმ­ცი­რეს დე­ტალ­საც და­აკ­ვირ­დე­ბა გაც­ნო­ბი­სას. პირ­ველ რიგ­ში კი იმას, რამ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად და სუფ­თად გაც­ვი­ათ. იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვა მო­დურ ტენ­დენ­ცი­ებ­ში, ამი­ტომ ნუ შე­ეც­დე­ბით მის­თვის თქვე­ნი ბრენ­დუ­ლი სა­მო­სით ან სუ­ნა­მო­თი თა­ვის მო­წო­ნე­ბას, მა­შინ როცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. ქალ­წუ­ლი არა­თუ მი­გიხ­ვდე­ბათ ტყუ­ილს, საკ­მა­ოდ ცი­ნი­კუ­რა­დაც მი­გა­ნიშ­ნებთ ამა­ზე. იგი კარ­გი მო­სა­უბ­რეა, მაგ­რამ პა­ე­მან­ზე ძი­რი­თა­დად იმ თე­მა­ზე სა­უბ­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რაც მან იცის ან აინ­ტე­რე­სებს. თუმ­ცა, ამა­საც აქვს თა­ვი­სი პლუ­სი, თქვენ ერ­თი­ო­რად აი­მაღ­ლებთ ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნეს ამ პა­ე­მა­ნის შე­დე­გად.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი მა­მა­კა­ცი რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი "ვე­ნე­რას შვი­ლი" (ვე­ნე­რა სი­ლა­მა­ზი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა) ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ქა­ლის ვი­ზუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს აქ­ცევს. ამი­ტომ, როცა სას­წორ­თან პა­ე­მან­ზე მი­დი­ხართ, შე­ე­ცა­დეთ რაც შე­იძ­ლე­ბა ქა­ლუ­რი და ნაზი იმი­ჯი მო­ირ­გოთ. ასე მას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­უყ­ვარ­დე­ბით. სას­წო­რი მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­უბ­რეა, თუმ­ცა არა­ნაკ­ლე­ბი ოს­ტა­ტო­ბით შე­უძ­ლია იყოს კარ­გი მსმე­ნე­ლიც. ამი­ტომ მას­თან ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არა­სო­დეს შე­გექ­მნე­ბათ. ამი­ტომ თუ მძაფ­რი სუ­ნა­მო­თი, მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი­თა და ზედ­მე­ტად ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით არ და­აფრ­თხობთ პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვა­ზე, თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცი ბუ­ნე­ბით ფრთხი­ლი და ეჭ­ვი­ა­ნია. შე­საძ­ლია მო­გეჩ­ვე­ნოთ რომ იგი საკ­მა­ოდ გა­იხ­სნა თქვენ­თან, რაკი პა­ე­მა­ნი და­გი­ნიშ­ნათ, მაგ­რამ მინ­და იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ – ცდე­ბით! ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი სტა­დი­აა, სა­ი­და­ნაც თქვენ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყე­ბა თუ, რა თქმა უნდა, მას სა­ექ­სპე­რი­მენ­ტოდ მო­ე­წო­ნეთ. თუკი მას­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა გსურთ, გა­ა­ო­ცეთ რა­ი­მე პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი უნა­რით ან გა­უმ­ხი­ლეთ, რომ სიზ­მრე­ბის ახ­სნა გე­ხერ­ხე­ბათ და ეს ნიჭი გე­ნე­ტი­კუ­რად გერ­გოთ დიდი ბე­ბი­ის­გან. მაგ­რამ იმის თქმას, რომ თა­ვა­დაც გყავთ ნა­ნა­ხი სიზ­მარ­ში არ გირ­ჩევთ, უკვე გა­დამ­ლა­შე­ბა გა­მო­გი­ვათ და მო­რი­ე­ლი უმალ მი­გიხ­ვდე­ბათ ცუ­დად დად­გმულ სპექ­ტაკლს. მო­ე­რი­დეთ მის­თვის თვა­ლის ხში­რად გას­წო­რე­ბას სა­უბ­რი­სას, თუ არ გინ­დათ პირ­ვე­ლი­ვე პა­ე­მან­ზე მის ლო­გინ­ში აღ­მოჩ­ნდეთ. თა­ნაც ისე, რომ მე­ო­რე დღეს დას­კვნას მა­ინც ვერ გა­მო­ი­ტანთ მარ­თლა მო­ე­წო­ნეთ მას თუ უბ­რა­ლოდ, ცოტა ხნით გა­მო­გი­ყე­ნათ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი, "ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის" სინ­დრო­მით ხა­სი­ათ­დე­ბა. იგი პა­ე­მანს ქუ­ჩა­ში და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, სპონ­ტა­ნუ­რად და­გი­ნიშ­ნავთ და მე­ეჭ­ვე­ბა მის უჩ­ვე­უ­ლო ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბას გა­უძ­ლოთ და უარი უთხრათ შეხ­ვედ­რა­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ თქვე­ნი გული იმ ეტაპ­ზე არ­ცთუ მთლად თა­ვი­სუ­ფა­ლია, მა­მა­კა­ცი მშვილ­დო­სა­ნი პირ­ვე­ლი­ვე პა­ე­მან­ზე შეძ­ლებს მის სრუ­ლი­ად და­სა­კუთ­რე­ბას. თუმ­ცა იგი­ვეს იმე­დი თა­ვად ნუ გექ­ნე­ბათ. პრინ­ციპ­ში მისი გუ­ლის და­სა­კუთ­რე­ბა რთუ­ლი სა­კი­თხი სუ­ლაც არ გახ­ლავთ, ოღონდ რა ვა­დით აი ეს არის სა­კი­თხა­ვი. მშვილ­დო­სა­ნი ხომ ბუ­ნე­ბით მა­ძი­ე­ბე­ლი და ცვა­ლე­ბა­დი ნა­ტუ­რაა, ამი­ტომ თუ მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბით გან­წყო­ბი­ლი (ხან­და­ხან თვალს და­უ­ხუ­ჭავთ უვ­ნე­ბელ ფლირტზე, არ მო­უ­წყობთ სკან­და­ლებს და­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო) შე­საძ­ლოა ერ­თად დიდ­ხანს გაძ­ლოთ.

    თხის რქა
    პა­ე­მა­ნის სა­კითხს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფერს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ეკი­დე­ბა. ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვე­ნი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თხის რქა დე­ტა­ლუ­რად შე­ა­თან­ხმებს თქვენ­თან პა­ე­მა­ნის ად­გილს, დროს და მე­ნი­უს. თუმ­ცა და­ი­მახ­სოვ­რეთ, მთა­ვა­რი "კო­ზი­რი" თხის რქას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, გა­რეგ­ნულ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, ინ­ტე­ლექ­ტის დონე იქ­ნე­ბა. ამი­ტომ სა­ნამ თხის რქას­თან პა­ე­მან­ზე წახ­ვალთ, ერთი ორი წიგ­ნი მა­ინც გა­და­ი­კი­თხეთ, ოღონდ არა ზე­რე­ლედ! თხის რქა საკ­მა­ოდ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია, მას არ გა­მო­ე­პა­რე­ბა თქვე­ნი "სა­ფა­სა­დო ინ­ტე­ლექ­ტი". თუმ­ცა ამის გამო ღიად არა­სო­დეს გა­გაკ­რი­ტი­კებთ. უბ­რა­ლოდ სა­მო­მავ­ლოდ, უკ­ვა­ლოდ ამოგშლით სა­კუ­თა­რი ნაც­ნო­ბე­ბის სი­ი­დან. მის­თვის პარტნი­ო­რის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სტა­ტუს­სა და კარგ მა­ნე­რებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სა­სურ­ვე­ლია, გო­ნებ­რივ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად, გე­მოვ­ნე­ბაც ზო­მი­ე­რი გა­გაჩ­ნდეთ სა­ი­მი­სოდ, რომ მა­მა­კაც თხის რქას თავი მო­ა­წო­ნოთ. ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მკვეთრ ლაქს, წი­თელ პო­მა­და­სა და მძაფ­რი სურ­ნე­ლე­ბის მქო­ნე სუ­ნა­მოს მას­თან პა­ე­მა­ნი­სას. ასე­ვე არა­სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე იგი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით ან ვარ­ცხნი­ლო­ბით გა­ა­ო­ცოთ. თხის რქას ყვე­ლა­ფე­რი ზო­მი­სა და ნორ­მის ფარ­გლებ­ში მოქ­ცე­უ­ლი უყ­ვარს.

    მერ­წყუ­ლი
    მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და კრე­ა­ტი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. ამი­ტომ იგი იშ­ვი­ა­თად ცხოვ­რობს და­გეგ­მი­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან პა­ე­მა­ნიც ყო­ველ­თვის სპონ­ტა­ნუ­რად შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კაცს, დი­დად არ ხიბ­ლავს მან­დი­ლო­სან­თან გან­მატ­რო­ე­ბით, გუ­ლი­თა­დი სა­უბ­რე­ბი. ამი­ტომ პა­ე­მან­ზე მას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა თავი რო­მე­ლი­მე გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, კონ­ცერ­ტზე ან ღა­მის კლუბ­ში ამო­ყოთ. თუკი ერთი სა­ღა­მოს მან­ძილ­ზე, მან თქვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ მას­თან პა­ე­მა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლოთ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ მერ­წყუ­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სეთ. თუმ­ცა პა­ე­მა­ნის შემ­დეგ მას­თან რო­მან­ტი­უ­ლი ესე­მე­სე­ბის გზავ­ნას და მით უმე­ტეს რეკ­ვას არ გირ­ჩევთ, მერ­წყუ­ლი უზო­მოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე პი­როვ­ნე­ბაა. აცა­ლეთ თა­ვად მი­ი­ღოს თქვენ­თან ხელ­მე­ო­რედ კონ­ტაქ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზი მა­მა­კა­ცი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან პა­სი­უ­რი და მორ­ცხვია. ამი­ტომ სა­ნამ სიმ­პა­თი­ის ობი­ექ­ტი ქალ­ბა­ტო­ნის პა­ე­მან­ზე და­პა­ტი­ჟე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა პი­რი­ქით, ამ უკა­ნას­კნელს და­ა­პა­ტი­ჟე­ბი­ნოს თავი. თუმ­ცა თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ მა­მა­კა­ცი თევ­ზი პა­ე­მან­ზე გიწ­ვევთ, უნდა იცო­დეთ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი, შეხ­ვედ­რის ად­გი­ლის არ­ჩე­ვა, მე­ნიუ და ა.შ. თქვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს კომ­ფორ­ტულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ტა­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ ემო­ცი­უ­რი კუ­თხით. თევ­ზე­ბი და­ბა­დე­ბით ფსი­ქო­ლო­გე­ბი არი­ან, ამი­ტომ მას­თან ყვე­ლა თე­მა­ზე შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ და თავი სა­ოც­რად მყუდ­როდ იგ­რძნოთ. იგი ყუ­რა­დღე­ბით მო­გის­მენთ და ყვე­ლა თქვენს ემო­ცი­ას გულ­წრფე­ლად გა­ი­ზი­ა­რებს. უფრო მე­ტიც, თუკი მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნეთ, შე­საძ­ლოა სა­ღა­მომ პო­ე­ზი­ის ხუთი წუ­თის გა­რე­შე არ ჩა­ი­ა­როს. თევ­ზი მა­მა­კა­ცი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­ძღვნით რა­ი­მე ექ­სპრომტს სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    68 ნახვა
    23-09-2021, 01:06