GOGA.TV
რამ შეიძლება აგიმაღლოთ განწყობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რამ შეიძლება აგიმაღლოთ განწყობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ვერ­ძის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი მოძ­რა­ო­ბაა. ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ამაო ჩხუ­ბის ნაც­ვლად, აგ­რე­სია სპორტდარ­ბაზ­ში ან ცეკ­ვებ­ზე და­ხარ­ჯონ.

    კუ­როს ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი გემ­რი­ე­ლი ვახ­შა­მი, სპა-სა­ლო­ნის სტუმ­რო­ბა ან ქა­ლაქ­გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბაა.

    ტყუ­პის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია ბა­ნა­ლუ­რი ჭო­რა­ო­ბა. როცა სა­უბ­რობს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მარ­ტი­ვად იც­ლე­ბა აგ­რე­სი­ის­გან.

    კირჩხი­ბის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ხუ­ტე­ბა და ზრუნ­ვაა. თუკი კირჩხიბ­მა იცის, რომ ვი­ღა­ცას უყ­ვარს და ას­ლუ­კუ­ნე­ბულს ყო­ველ­თვის და­ამ­შვი­დე­ბენ, ხა­სი­ა­თი წა­მის მე­ა­სედ­ში გა­მო­უ­კეთ­დე­ბა.

    ლო­მის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი კომ­პლი­მენ­ტე­ბია. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტი­ვად გა­მო­დი­ან სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, თუკი მათ ვინ­მე გულ­წრფე­ლად შე­უ­ქებს ჩაც­მის სტილს, პრო­ფე­სი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ან თუნ­დაც სა­უბ­რის მა­ნე­რას.

    ქალ­წუ­ლის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვაა. როცა გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ბევ­რი ქალ­წუ­ლი იწყებს სახ­ლის გე­ნე­რა­ლურ და­ლა­გე­ბას. მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლე­ბი კი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ მა­სა­ჟის­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

    სას­წო­რის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი შო­კო­ლა­დი და ხე­ლოვ­ნე­ბაა. ცუდ ხა­სი­ათ­ზე მყოფ სას­წორს თუ ტკბი­ლე­ულ­ზე მი­ი­პა­ტი­ჟებთ, კარ­გი ფილ­მის ან მუ­სი­კის თან­ხლე­ბით მას ხა­სი­ა­თი მალე გა­მო­უს­წორ­დე­ბა.

    მო­რი­ე­ლის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი ძალ­ზე ხში­რა­დაა დრა­ი­ვი და ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მო­რი­ე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი დაგ­რო­ვილ სტრესს და ნე­გა­ტივს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ავ­ტორ­ბო­ლი­თა და ზო­გა­დად, ავ­ტო­მო­ბი­ლის სწრა­ფად ტა­რე­ბით ებ­რძვის.

    მშვილ­დოს­ნე­ბის დიდ ნა­წილს ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად არ სჭირ­დე­ბა. იმი­ტომ რომ, ეს ხალ­ხი თა­ვა­დაა სხვის­თვის ოპ­ტი­მიზ­მის წყა­რო. მაგ­რამ თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ მშვილ­დო­სანს დარ­დი შე­მო­აწ­ვა, იგი სტრესს ხე­ტი­ა­ლი­თა და ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ებ­რძვის.

    თხის რქის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტის ფუნ­ქცი­ას მუ­შა­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­მა­ტე­ბა ას­რუ­ლებს. როცა თხის რქა თავს ცუ­დად გრძნობს, იგი უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იწყებს კა­რი­ე­რის კე­თე­ბას. ამი­ტომ დეპ­რე­სი­ას და იმედ­გაც­რუ­ე­ბას ზოგ­ჯერ კარ­გი მხა­რეც, გა­აჩ­ნია თხის რქის შემ­თხვე­ვა­ში.

    მერ­წყუ­ლის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი სხვა­დას­ხვა ტი­პის ტექ­ნი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ტესტვა-გაც­ნო­ბა, სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი ან ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა და მე­გობ­რე­ბის სტუმ­რო­ბაა. მერ­წყუ­ლე­ბი არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რად ებ­რძვი­ან სტრესს მა­შინ, როცა აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს ნე­გა­ტი­ვი კრე­ა­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და­ხარ­ჯონ (მაგ. ხა­ტონ, კე­რონ, ქარ­გონ).

    თევ­ზე­ბის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტის ფუნ­ქცი­ას მე­გო­ბარ­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი ას­რუ­ლებს ჭიქა ჩაის, ყა­ვის ან სუ­ლაც რო­მე­ლი­მე მა­გა­რი სას­მე­ლის თან­ხლე­ბით. თევ­ზე­ბი იდე­ა­ლუ­რად ახერ­ხე­ბენ სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ასე­ვე მრჩევ­ლის ან მსმე­ნე­ლის როლ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს და თევ­ზე­ბი რწმუნ­დე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ზე არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვინც მას­ზე უფრო უბე­დუ­რია.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    114 ნახვა
    23-09-2021, 01:12