რიანა მილიარდერ საქმროზე დაქორწინებას გეგმავს

როგორც რიანას მეგობარი ყვება, მომღერალი შეყვარებულია და ბედნიერია. გარდა ამისა, მეგობარმა განაცხადა, რომ რიანას უკვე აქვს გეგმები. ''რიანა დარწმუნებულია, რომ ჰასან ჯამილი-ეს არის მისი ბედი. სურს, გაჰყვეს ცოლად და ჰყავდეს მისგან შვილები. რიანა დარწმუნებულია, რომ მისგან მშვენიერი მამა დადგება. ის მუდმივად საუბრობს თავის შეყვარებულზე, და ბოლო დროს ხშირად იმყოფება ლონდონში, სადაც ცხოვრობს ჯამილი, მათ აქვთ შესაძლებლობა დატკბნენ ერთამნეთთან ყოფნით''-განაცხადა მომღერლის მეგობარმა.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა და ჰასანმა შეხვედრა ზაფხულის დასაწყისში დაიწყეს, შეყვარებულები უკვე გეგმავენ ქორწილს. რამდენადაც რიანა დაიბადა ბარბადოსზე, ხოლო ჯამილი საუდის არაბეთიდან არის, მათ არ სურთ დაქორწინება ამერიკაში ან ინგლისში. მომღერალი და მისი შეყვარებული გეგმავენ ორ ცერემონიალს თავიანთ სამშობლოებში. ფინანსები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თვითონ ჯამილის ქონება 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო რიანას ქონება 230 მილიონ დოლარად.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
623 ნახვა
20-11-2017, 19:15
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!