ჰარისონ ფორდმა ავტოკატასტროფის შემდეგ ქალი გადაარჩინა

მიუხედავად თავისი ასაკისა, ჰარისონ ფორდი ისეთივე გმირად დარჩა ცხოვრებაში, როგორც ეკრანზეა. როგორც გამოცემა TMZ იუწყება, 75 წლის მსახიობმა გადაარჩინა ქალი ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელიც კალიფორნიაში მოხდა. ქალმა, რომელიც საჭესთან იჯდა და მიდიოდა მსახიობის ავტომობილის წინ, უცბად დაკარგა მართვაზე კონტროლი. მისი მანქანა გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ მსახიობმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ქალის დასახმარებლად გაიქცა, რათა ამოსვლაში დახმარებოდა. ის და სხვა თვითმხილველები დაზარარებულთან დარჩნენ, სანამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია არ მოვიდა. ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის გადაყვანილ იქნა უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
ფორდი არაერთხელ დახმარებია ადამიანებს. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, როდესაც ნიუ-იორკისკენ მიემართებოდა გზად დიდი საცობი იყო. ის გადმოვიდა მანქანიდან და მოძრაობის დარეგულირება დაიწყო, რითაც შეძლო თავისუფალი მოძრაობის აღდეგნა. 2001 წელს ფორდმა გადაარჩინა 13 წლის ბიჭი, რომელიც დაიკარგა იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში. საკუთარი ვერტმფრენის მართვის დროს, მან ბავშვი უღრან ტყეში იპოვა.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
457 ნახვა
22-11-2017, 12:33
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!