ჯეიმს კამერონმა მოყვა რატომ მოკვდა დი კაპრიოს გმირი „ტიტანიკში’’

ოსკაროსანმა რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბრობდა ფილმის „ავატარი 2’’ რთულ გდააღებებზე, თვლის, რომ დროა შეწყდეს ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის სიკვდილის განხილვა ფილმ „ტიტანიკში’’. რეჟისორმა თქვა, რომ ჯეკი სიუჟეტის მიხედვით კვდება მხოლოდ ხელოვნებისთვის და არა სხვა მიზეზებით. ის გაკვირვებულია, რომ 20 წლის გასვლის შემდეგაც ხალხი ამას განიხილავს.

ამავე დროს, ის თანხმდება იმაზე, რომ ჯეკი გადარჩებოდა, თუ როუზი ადგილს გაანთავისუფლებდა მისთვის. მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება ფილმს, ყველანაირ აზრს უკარგავდა, რადგან სურათს უნდა მოეთხრო სიყვარულისა და დანაკარგის შესახებ.

„ის უნდა გარდაცვლილიყო. ამას ეწოდება ხელოვნება, ყველაფერი მხატვრული მიზეზების გამო ხდება და არა ფიზიკის გამო’’.

შეგახსენებთ, ამერიკაში „ტიტანიკის’’ 20 წლისთავთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ ფილმს დიდ ეკრანზე. ჩვენება იგეგმება 1 დეკემბრიდან და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
600 ნახვა
28-11-2017, 17:07
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!