ჯენიფერ ლოპესმა გამჭირვალე კოფთაში დეკოლტე გამოაჩინა

48 წლის ჯენიფერ ლოპესი ხშირად ახარებს გულშემატკივარს არა მარტო ახალი ცეცხლოვანი სიმღერებით და კლიპებით, არამედ საკმაოდ პიკანტური ფოტოებით სოციალურ ქსელში. თუმცა, ამჯერად ფოტოები გამოაქვეყნა მისმა შეყვარებულმა 42 წლის ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა.

ფოტოზე ჯენიფერ ლოპესი, რომელსაც აცვია შავი გამჭირვალე კოფთა ზის როდრიგესის გვერდით, მათთან ერთად არის ასევე ცნობილი კინოპროდუსერი და მათი მეგობარი ელენა გოლდსმიტ-ტომასი. ამ საღამოს მეგობრებმა აღნიშნეს ელენას დაბადების დღე.
ჯენიფერ ლოპესი ელენას მრავალ ფილმში მონაწილეობს. ამჟამად, ისინი ერთად მონაწილეობენ ახალ ფილმში-რომანტიკულ კომედიაში "Second Act". ცნობილია, რომ ამ ფილმში ჯეი ლო ასრულებს მთავარ როლს.

ჯენიფერ ლოპესმა გამჭირვალე კოფთაში დეკოლტე გამოაჩინა


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
684 ნახვა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!