მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში

2017 წლის 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, "NYU Casa Italiana Zerilli-Marimò" ულამაზესი საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ. აგრეთვე გაიმართა გამოფენა მისი სახელობის ბრენდის, ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების, როგორც მამაკაცებისათვის ასევე ქალებისთვის, რომელიც მისმა ოჯახმა შექმნა. საღამოს ნიუ-იორკში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტები ესწრებოდნენ. მათ შორის ვიყავი მე, ერთადერთი ქართველი, რომელიც იტალიური ისტორიის, კულტურისა და მუსიკის დიდი გულშემატკივარია. საღამოზე თავად პიეტრო მასკანის შვილისშვილმა მიმიწვია, ფრანჩესკა მასკანიმ, რომელთანაც პატარა ინტერვიუ ჩავწერე, გავესაუბრე და ძალიან ვისიამოვნე მასთან დიალოგით. ჩემთვის დიდი პატივია მაესტრო პიეტრო მასკანის ოჯახთან მეგობრობა.
პიეტრო მასკანი, Pietro Mascagni, 1863 წლის 7 დეკემბერს დაიბადა ტოსკანის ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ - ლივორნოში. მამამისი ერთი უბრალო იტალიელი კაცი იყო, რომელსაც საკუთარი სახცობი ჰქონდა და მუხლჩაუხრელი შრომობდა.
პიეტრო გამოირჩეოდა თავისი ოჯახის წევრებისგან და ნათელი იყო რომ მას მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. მასკანი სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. თავიდან ის მუშაობდა როგორც დირიჟორი, შემდეგ კი როგორც ოპერის კომპოზიტორი. სახელი მოიხვეჭა ჯოვანი ვერგას პიესაზე დაწერილი ოპერით - "Cavalleria Rusticana," რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ასევე დაწერა საორკესტრო მუსიკა, მუსიკა ფილმებისათვის და რამდენიმე ოპერეტა.
მისი ოპერებიდან ყველაზე ცნობილია, "პარიზინა", რომელიც იტალიელი პოეტ-დრამატურგის Gabriele D'Annunzio-ს პიესის მიხედვით შეიქმნა. მე მქონდა პატივი შევხედროდი დ'ანუნციოს შვილიშვილს გრაცია დ'ანუნციოს, რომელმაც სიყვარულით ისაუბრა მის ბაბუასა და მასკანის მეგობრობაზე. მხიარულად მოგვიყვავა რომ გაბრიელე გარეგნულად ისეთი სიმპატიური არ იყო, როგორც პიეტრო და თავიდან ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. თუმცა შემდეგ დამეგობრდნენ და მათი საერთო შრომის ნაყოფია, ოპერა "პარიზინა."
პიეტრო მასკანის ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მისი ოპერები თითქმის ყველა დიდ სცენაზე დაიდგა.
პიეტრო მასკანი გარდაიცვალა 1945 წლის 2 აგვისტოს რომში.
აუცილებლად ნახეთ მისი ოპერები და ისიამოვნეთ ნამდვილი მუსიკით. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მისი ბრენდის სამოსი, ონლაინის მეშვეობით, შემდეგ მისამრთზე, www.pietromascagni.com

მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში
მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში
მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში
მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში
მაესტრო პიეტრო მასკანის საღამო ნიუ-იორკში


ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი
2 498 ნახვა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!