ედ შირანისა და ბიონსეს ლირიკული დუეტი

ცნობილმა ბრიტანელმა შემსრულებელმა ედ შირანმა, რომელიც მონაწილეობდა სერიალში ''სამეფო კარის თამაშები'' ჩაწერა თავისი სიმღერის Perfect-ის ახალი ვერსია, მომღერალ ბიონსესთან ერთად. სიმღერის ორიგინალი ვერსია შეტანილია მის ბოლო ალბომში "÷".
ალბომის რელიზი 2017 წელს მოხდა. ორიგინალი ვერსიის კლიპში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მსახიობმა ზოი დოიჩმა.
რაც შეეხება ახალ ვერსიას, ის ნამდვილი საოცრებაა. ეს არის მუსიკა, რომელსაც მოუსმენთ საყვარელ ადამიანთან ერთად თბილ საღამოს. მხოლოდ ერთ დღე-ღამეში კლიპი 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
559 ნახვა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!