კეიტ მიდლტონმა თავზე დაიდგა პრინცესა დიანას ტიარა

ბუკინგემის სასახლეში შედგა დახურული სადღესასწაულო მიღება, რომელსაც ყოველ წელს აწყობს დედოფალი ელისაბედ II. სტუმრებს შორის იყვნენ სამეფო ოჯახის წევრებიც: კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი, კორნუალის ჰერცოგინია კამილა და პრინცი ჩარლზი.

პაპარაცებმა შეძლეს პატივცემული სტუმრების აღბეჭვდა ფირზე, მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილით მიდიოდნენ მიღებაზე. კეიტ მიდლტონმა, რომელიც ემზადება მესამე შვილის დედობისთვის, დაიდგა პრინცესა დიანას ტიარა.

ტიარა Cambridge Lover's Knot, პრინცესა დიანამ მიიღო საქორწილო საჩუქრის სახით დედოფალ ელისაბედ II-სგან 1981 წელს, შემდეგ კი სამკაული მემკვიდრეობით გადაეცა უფროსი ვაჟის მეუღლეს.

დიადემა შეიქმნა 1914 წელს გეორგ V-ის ცოლისთვის, დედოფალი მერისთვის, სამკაული გაწყობილი იყო ბრილიანტებითა და მარგალიტებით.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1 014 ნახვა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!