ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად შეხვდებიან შობას

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი განქორწინდნენ. მთელი ეს დრო წყვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რამდენადაც ჯოლი დაჟინებით ითხოვს, რომ მხოლოდ თვითონ მიიღოს მეურვეობა ბავშვებზე, ხოლო პიტს სურს ბავშვების ერთობლივად აღზრდა.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად აღარ არიან, ისინი პირველ რიგში მშობლებად დარჩებიან. როგორც დასავლური მედია იუწყება, სავარაუდოდ ყოფილი მეუღლები საახალწლო დღესასწაულზე დაივიწყებენ უთანხმოებას და ერთად გაატარებენ შობას ბავშვების გამო.

წყაროს თქმით, პიტი ძალიან ბედნიერია ასეთი შესაძლებლობის გაჩენის გამო, ალბათ უკვე ყველაფერი დაგეგმა, რათა მედოქსი, პაკსი, შაილო, ზაჰარა, ვივიენი და ნოკსი დარჩნენ კმაყოფილები. გასულ წელს ჯოლიმ ასევე დართო პიტს უფლება ახალ წელს შეხვედროდა ოჯახურ გარემოში.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
602 ნახვა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!