GOGA.TV
5 ზოდიაქოს წყვილი, რომლებიც ვერასდროს შეეწყობიან სექსიში
  • 5 ზოდიაქოს წყვილი, რომლებიც ვერასდროს შეეწყობიან სექსიში

    რომ სიყ­ვა­რუ­ლი ბრმაა, ძალ­ზე ხში­რად დგე­ბა ბევ­რი წყვი­ლი იმ უბ­რა­ლო და ტრი­ვი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა ჰქვია. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად არ­სე­ბობს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ე.წ. "სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­უ­თავ­სე­ბელ წყვილ­თა" ნუს­ხა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩა­მოთ­ვლი­ლი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად იჩენს თავს გა­უ­გებ­რო­ბა ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვის კუ­თხით.

    მერ­წყუ­ლი – თევ­ზე­ბი
    მერ­წყუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი და ახალ-ახა­ლი, უჩ­ვე­უ­ლო შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბი­სა, რო­გორც ქალი ისე მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი სექსში საკ­მა­ოდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და ჭირ­ვე­უ­ლი პარტნი­ო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამი­ტომ მათი გა­მუდ­მე­ბუ­ლი სწრაფ­ვა სი­ახ­ლი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ, ემო­ცი­ურ და მგრძნო­ბი­ა­რე თევზს ში­ნა­გან დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. თევ­ზე­ბი ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კო­სე­ბი და სა­თუ­თე­ბი არი­ან, მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პარტნი­ორ­თან ემო­ცი­უ­რი გახ­სნი­ლო­ბა და შეჩ­ვე­ვა. რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც, რო­გორც წესი, მერ­წყუ­ლი მათ ნაკ­ლე­ბად აძ­ლევს. ამი­ტომ ამ ორის ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კრა­ხი ემუქ­რე­ბა.

    ვერ­ძი – კურო
    ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი ჯი­უ­ტი, პრინ­ცი­პუ­ლი და ლი­დე­რუ­ლი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას მოს­წონს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი და ძნე­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც დრო­დად­რო "კვამ­ლის გა­მოშ­ვე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცე­მა რაც, რაღა თქმა უნდა, ვნე­ბი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ღა­მით უნდა დას­რულ­დეს. სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ, დინჯ კუ­როს კი ნაკ­ლე­ბად მო­ე­წო­ნე­ბა ვერ­ძის ამ­გვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. კურო მი­წის ნი­შა­ნია, მის­თვის დრო და კომ­ფორ­ტუ­ლი ატ­მოს­ფე­როა სა­ჭი­რო, რომ პარტნი­ორ­თან ბო­ლომ­დე გა­იხ­სნას. ვერძს კი რო­გორც წესი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და მხურ­ვა­ლე რო­მა­ნე­ბი ურ­ჩევ­ნია კუ­როს­თვის მი­სა­ღებ ხან­გრძლივ, სტა­ბი­ლურ კავ­შირს. ამი­ტომ ამ წყვილ­ში ღა­ლა­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ძალ­ზე მა­ღა­ლია და მას ყო­ველ­თვის ვერ­ძი იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე.

    ტყუ­პი – თხის რქა
    ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­თა და სი­ახ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი. რო­გორც წესი ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით და­ე­ძე­ბენ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, უფრო ამო­უც­ნობ ან უფრო მხი­ა­რულ პარტნი­ორს. რო­მელ­თა­ნაც მო­წყე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ტი­პუ­რი ტყუ­პი ნაკ­ლე­ბად შე­ი­ზღუ­დავს თავს ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბით. რაც, რაღა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რად არ მო­ე­წო­ნე­ბა დინჯ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ და კონ­სერ­ვა­ტო­რულ თხის რქას. თხის რქის სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ძალ­ზე მა­ღა­ლია, თუმ­ცა მის ბო­ლომ­დე გახ­სნას და წარ­მო­ჩე­ნას ჰა­ე­რო­ვა­ნი და არამ­დგრა­დი ტყუ­პი ვე­რა­სო­დეს შეს­ძლებს. იმი­ტომ რომ სა­ნამ თხის რქა "მო­ი­ქო­ქე­ბა", ტყუ­პი მო­წყე­ნი­ლო­ბის გა­სა­ქარ­ვებ­ლად ახალ ინ­ტე­რე­სის ობი­ექტს მო­ძებ­ნის.

    კირჩხი­ბი – სას­წო­რი
    კირჩხი­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე აგებს სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კირჩხი­ბი ამ კუ­თხით მხო­ლოდ მა­შინ იხარ­ჯე­ბა ბო­ლომ­დე, როცა თავს პარტნი­ორ­თან და­ცუ­ლად, კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ გრძნობს. იგი ნაკ­ლე­ბად გა­ი­ზი­ა­რებს სას­წო­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სო­ცი­უ­მის სიყ­ვა­რულ­სა და სურ­ვილს მუდ­მი­ვად იყოს ხალ­ხში. ამ­გვა­რი ატ­მოს­ფე­რო კირჩხიბს ნერ­ვო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვანს. ამის შემ­დეგ კი რო­მელ ვნე­ბა­ზე და კარგ სექსზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი? ამას­თან ერ­თად, სას­წო­რის კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა ბუ­ნე­ბით მე­სა­კუთ­რე კირჩხიბს მუდ­მი­ვად გა­უ­ჩენს იმის გან­ცდას, რომ პარტნი­ო­რი მის მი­მართ გულ­გრი­ლი და ზე­და­პი­რუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ორის კავ­ში­რი ფი­ზი­კუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის კუ­თხით ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი.

    მო­რი­ე­ლი – მშვილ­დო­სა­ნი
    მო­რი­ე­ლი სა­ოც­რად ღრმა, ემო­ცი­უ­რი და ვნე­ბი­ა­ნი ნი­შა­ნია. მისი გა­გე­ბა ბევ­რს არ ხე­ლე­წი­ფე­ბა. მისი აგ­რე­სი­უ­ლი ნა­ტუ­რა მზა­დაა ყო­ველ­თვის იბ­რძო­ლოს ბო­ლომ­დე სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა მო­რი­ელს ბრძო­ლა­ზე მე­ტად ფლო­ბა და მარ­თვა უყ­ვარს. იგი პირ­ველ რიგ­ში ერ­თგუ­ლე­ბას აფა­სებს, რაც ნაკ­ლე­ბად გა­მო­უ­ვა მის პარტნი­ორ მშვილ­დო­სანს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი და არას­ტა­ბი­ლუ­რი პარტნი­ო­რია. მას არ ეს­მის ხან­გრძლი­ვი, სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ვინ­მეს მი­მართ და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს პარტნი­ორს, რო­მე­ლიც მის­გან ამას ელის. გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი­თა და გრძნო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა; მა­შინ როცა, მშვილ­დო­სა­ნი მალე აალ­დე­ბა და მა­ლე­ვე ქრე­ბა. ამ ორს შო­რის მოკ­ლე რო­მა­ნის გარ­და, ნაკ­ლე­ბად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    70 ნახვა
    5-10-2021, 02:13