ჯასტინ ბიბერის დედა შვილის რომანზე სელენა გომესთან საუბრობს

შემოდგომით ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა განაახლეს რომანი ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ. ჟურნალმა People-მა შეძლო გაეგო, თუ რას ფიქრობს გომესზე ბიბერის დედა პატი მალეტი.

''მე მათი ურთიერთობის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი, რადგან ჩემი შვილი იშვიათად საუბრობს თავისი გრძნობების შეახებ, მაგრამ მე მიყვარს სელენა. მე მას მხარს ვუჭერ ყველაფერში და თუ ჯასტინს უყვარს სელენა, მაშინ მე მივიღებ მას. ჩვენ ერთმანეთი ადრე გავიცანით და მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს'',-ამბობს პატი.

''მე მგონია, რომ თუ ადამიანი შეხვდება თავის მეორე ნახევარს, მაშინ ის მყარად დგას ფეხზე. ჰოლივუდში ბევრი ცდუნება და ნამდვილი ქაოსია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს''-თქვა ჯასტინის დედამ.

შეგახსენებთ, რომ სელენა გომესმა და ჯასტინ ბიბერმა შეხვედრა დაიწყეს 2011 წლიდან. ორი წლის განმავლობაში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ, ხოლო 2013 წელს გამოაცხადეს რომ მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს. ამ წლის დასაწყისში სელენამ რომანი დაიწყო The Weeknd-თან, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ ისინი დაშორდნენ.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
491 ნახვა
13-12-2017, 12:22
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!