GOGA.TV
მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით
  • მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით

    ახალმთავ­რე­ო­ბის ზო­გად ტენ­დენ­ცი­ებ­ზე მა­სა­ლა უკვე დევს ჩვენს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტი­სა და მზის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით გა­ე­ცა­ნით ამ ახა­ლი მთვა­რის პროგ­ნოზს, რათა გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა მთა­ვარ­ზე და უკეთ შეძ­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

    ვერ­ძი
    გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ო­რებ­თან, კლი­ენ­ტებ­თან. თა­ვა­დაც იცით, რომ ლი­დე­რო­ბა, პირ­ვე­ლო­ბა გიყ­ვართ, მაგ­რამ ხან­და­ხან პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლე­ბიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. ეს ეხე­ბა საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­საც. ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, დიპ­ლო­მა­ტია ამ­ჯო­ბი­ნეთ. გა­მო­ი­მუ­შა­ვეთ მოთ­მი­ნე­ბა, და­ფიქ­რდით, რას მო­გი­ტანთ ნათ­ქვა­მი სი­ტყვა, გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. პარტნი­ო­რებ­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით უფრო კარგ შე­დეგს მი­ი­ღებთ, ვიდ­რე მარ­ტო. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს.

    კურო
    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ჯან­მრთე­ლო­ბას. ში­ნა­გან­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ ან კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქტმა შე­იძ­ლე­ბა თქვენს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე იქო­ნი­ოს გავ­ლე­ნა. სა­კუ­თარ თავს უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან საქ­მის ერ­თად და უკეთ კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვი.

    ტყუ­პი
    უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო ბავ­შვე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ნუ ეც­დე­ბით მათ გა­კონ­ტრო­ლე­ბას, მათ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, და­უ­მე­გობ­რდით, მო­ის­მი­ნეთ მათი პო­ზი­ცია, სურ­ვი­ლე­ბი. იმა­ვეს გე­ტყვით თქვენს სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­ზეც. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეთ ძველ ჰო­ბის. გა­მარ­ჯვე­ბა გე­ლით სპორტთან, სცე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნიშ­ნებს.

    კირჩხი­ბი
    სახ­ლუ­რი თე­მე­ბი უნდა მო­აგ­ვა­როთ; და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან. მო­ი­ცი­ლეთ მათ მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი. იყა­ვით მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი და შე­ა­რი­გეთ ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი. თქვენ ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ხართ გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯა­ხურ-ნა­თე­სა­ურ თე­მებ­ში და ისე უნდა იმოქ­მე­დოთ, რომ სა­კუ­თა­რი თავი არ და­ი­ზა­რა­ლოთ. მარ­სის ენერ­გია და­გეხ­მა­რე­ბათ, ბი­ნა­ში, აგა­რაკ­სა და მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბი გა­ა­კე­თოთ, თუნ­დაც ზამ­თრის­თვის მო­ემ­ზა­დოთ.

    ლომი
    გა­და­ხე­დეთ თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და-ძმებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან. მო­ის­მი­ნეთ სხვა­თა აზრი და ეცა­დეთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, მო­აგ­ვა­როთ კონ­ფლიქ­ტე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ რეკ­ლა­მა, პი­ა­რი. თუ სა­კუ­თარ თავს ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩენთ, ახალ მე­გობ­რებს, კლი­ენ­ტებს გა­ი­ჩენთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სფე­რო­ში. და­ი­წყეთ ახ­ლის შეს­წავ­ლა, ჩა­ე­წე­რეთ თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო კურ­სებ­ზე.

    ქალ­წუ­ლი
    მა­ტე­რი­ა­ლურ-ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი უნდა მო­აგ­ვა­როთ. ოღონდ, მშვი­დად და ზედ­მე­ტი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე. და­ა­ბა­ლან­სეთ რას გას­ცემთ და რას იღებთ. ეცა­დეთ, თქვე­ნი ნი­ჭის, ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ. ჰკი­თხეთ სა­კუ­თარ თავს: "რამ­დე­ნი ვღირ­ვარ?" და ამის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა სა­კი­თხი ანა­ზღა­უ­რე­ბას ეხე­ბა.

    სას­წო­რი
    5-6-7 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბულ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა. და­ი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, საქ­მე­ე­ბი, სწავ­ლა. იმოძ­რა­ვეთ წინ, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ეცა­დეთ, სხვე­ბის საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კი არ მო­აგ­ვა­როთ, არა­მედ სა­კუ­თა­რი. სა­კუ­თა­რი თავი და­ა­ყე­ნეთ სხვებ­ზე წინ. გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ თავ­ში, მო­აგ­ვა­რეთ ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ბა­ლან­სი. ზო­გი­ერ­თი გა­ა­კე­თებს იმას, რის გა­ფიქ­რე­ბა­საც კი ვერ გა­ბე­დავ­და ადრე.

    მო­რი­ე­ლი
    ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მო­აგ­ვა­რეთ ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი, ჩა­მო­ყა­ლიბ­დით სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში, იდე­ა­ლებ­სა და მიზ­ნებ­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფსი­ქო­ლო­გის ან რეგ­რე­სო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა. ენერ­გია მო­მარ­თეთ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ არტთე­რა­პია. იყა­ვით მომთმე­ნი სხვა­თა მი­მართ, ნუ გა­ამ­წვა­ვებთ კონ­ფლქი­ტებს, ნუ გექ­ნე­ბათ სხვა­თა თქვენს ნე­ბა­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბის სურ­ვი­ლი.

    მშვილ­დო­სა­ნი
    გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც კონ­კრე­ტულ ჯგუფ­ში, კო­ლექ­ტივ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხართ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. მო­მარ­თეთ ენერ­გია სა­ერ­თო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ზე, ახლა ლი­დე­რო­ბის დრო არაა. შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ ახა­ლი გუნ­დის წევ­რი. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და მიზ­ნებ­ზე, რას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ, როცა პლან­ტე­ბე­ბი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მოვ­ლენ.

    თხის რქა
    თქვე­ნი ენერ­გია თქვენს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე მი­მარ­თეთ. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა. სა­მა­გა­ლი­თო უნდა იყოთ კო­ლე­გე­ბის­თვის და სა­მარ­თლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი. კონ­ფლიქ­ტე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად უნდა მო­აგ­ვა­როთ. და­ფიქ­რი­დით ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, გა­ნი­ხი­ლეთ დე­ტა­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ თქვე­ნი ბრენ­დის და­ფუძ­ნე­ბა, მო­ემ­ზა­დეთ, და­უკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­დად­გით.

    მერ­წყუ­ლი
    არ გირ­ჩევთ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი თემა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მო­აგ­ვა­რეთ. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას ლი­დე­რებ­თან, გუ­რუს­თან. უმ­ჯო­ბე­სია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დოთ, მტრე­ბიც კი მე­გობ­რე­ბად გა­და­იქ­ცი­ოთ; ამით უფრო მო­ი­გებთ. ენერ­გია მი­მარ­თეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უცხო­ე­ლებ­თან. უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე. მი­უბ­რუნ­დით ადრე და­წყე­ბულ ნა­წე­რებს და მი­ე­ცით მათ დას­რუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სახე.

    თევ­ზე­ბი
    სხვა­თა (საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის) ფი­ნან­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა გან­კარ­გოთ. ვერ­სად გა­ექ­ცე­ვით გა­და­სა­ხე­ბის, ვა­ლე­ბის გა­დახ­დას. ნუ აი­ღებთ კრე­დიტს, ისეს­ხებთ ფულს. შე­საძ­ლოა გა­გიმ­ძაფ­რდეთ ინ­ტე­რე­სი ეზო­ტე­რი­კი­სად­მი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა და­ი­წყოთ. მთვა­რის ამ თვე­ში თქვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა არტ თე­რაპ­ტი­ას­თან კავ­ში­რი, სუ­ლი­ე­რი, აღ­მო­სავ­ლუ­რი პრაქ­ტი­კე­ბი (ცი­გუ­ნი, იოგა).

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    79 ნახვა
    6-10-2021, 13:04