GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები

    ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის­თვის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც წვრილ­მა­ნე­ბი­თაც კი ახერ­ხებს გა­ხა­რე­ბას, ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რად აზ­როვ­ნებს, ნაკ­ლე­ბად იციკ­ლე­ბა პრობ­ლე­მებ­ზე და ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნია უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი.

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მებ­რძო­ლი ნი­შა­ნი. ვერძს და­უ­ღა­ლა­ვად სჯე­რა ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის და რა სა­ხის იმე­დის გაც­რუ­ე­ბაც არ უნდა გა­ნი­ცა­დოს ფარ­ხმალს არა­სო­დეს დაყ­რის. ვერძს არ უყ­ვარს წუ­წუ­ნი სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე და მით უმე­ტეს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავთ მას მთხოვ­ნე­ლის როლ­ში. იგი მუდ­მი­ვად ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი და თა­ვის ამ რწმე­ნას სხვებ­საც მონ­დო­მე­ბით უზი­ა­რებს.

    ტყუ­პი - ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ტყუ­პი ერთი შე­ხედ­ვით ზე­და­პი­რუ­ლი, არას­ტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ ზე­და­პი­რუ­ლო­ბი­სა მათ­ში საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რი, სხარ­ტად მო­აზ­როვ­ნე და ჭკვი­ა­ნი ად­მი­ა­ნი იმა­ლე­ბა. ტყუ­პი ცო­ტა­თი ზე­და­პი­რუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ცხოვ­რე­ბა­საც მარ­ტი­ვად უყუ­რებს. ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად იშ­ლის ნერ­ვებს მსხვილ­მან-წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მე­ბით და მა­ლე­ვე ივი­წყებს ნე­ბის­მი­ერ წყე­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არი­ან ტყუ­პე­ბი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რე­ბი.

    მშვილ­დო­სა­ნი - იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა, ას­ტრო­ლო­გებს ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვართ პლა­ნე­ტებს შო­რის. იმი­ტომ რომ, მას ბედ­ნი­ე­რე­ბა, წარ­მა­ტე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მშვილ­დო­სა­ნიც, რო­მე­ლიც ამ პლა­ნე­ტის მფარ­ვე­ლო­ბა­შია სა­ოც­რად პო­ზი­ტი­უ­რი, ქუდ­ბე­დი­ა­ნი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ოპ­ტი­მის­ტია. იგი ყვე­ლას უყ­ვარს ზუს­ტად ამ ხა­ლი­სი­ა­ნი ხა­სი­ა­თის გამო.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    89 ნახვა
    6-10-2021, 13:24