GOGA.TV
იქორწინეთ თამამად - ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც გამდირების რეალური შანსი აქვს
  • იქორწინეთ თამამად - ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც გამდირების რეალური შანსი აქვს

    მო­ნა­ცე­მე­ბით იბა­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ნიჭს შო­რის კი ფი­ნან­სუ­რი ალღო და ზო­გა­დად , ფუ­ლის შოვ­ნის ნიჭი ყვე­ლას როდი ახა­სი­ა­თებს. ამ­გვა­რი უნა­რი და­მე­თან­ხმე­ბით, ყვე­ლა­ზე სა­ჭი­როა ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის­თვის, სა­ი­მი­სოდ რომ მან თავი მან­დი­ლოს­ნის წი­ნა­შე და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლად არ იგ­რძნოს. ფული უდ­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბას. მა­მა­კა­ცე­ბი კი ვი­საც ფი­ნან­სუ­რი ალღო გა­აჩ­ნი­ათ, ყო­ველ­თვის მი­ილ­ტვი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ. ქალ­საც შე­სა­ბა­მი­სად ძლი­ე­რი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე მამ­რი იზი­დავს. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, თორ­მეტ ნი­შანს შო­რის იკ­ვე­თე­ბა სამი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი ამ მხრივ. მო­დით, გა­დავ­ხე­დოთ სტა­ტის­ტი­კას:

    მო­რი­ე­ლი
    ამ კაცს ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი. თუმ­ცა, მო­რი­ე­ლი ზო­დი­ა­ქოს მერ­ვე სახ­ლის მმარ­თვე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, ძალ­ზე ხში­რად აგ­რო­ვე­ბენ ქო­ნე­ბას სა­რის­კო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი­სა და ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მო­რი­ე­ლი სო­ცი­უ­მის (სხვი­სი ფუ­ლის) მარ­თვის დი­დოს­ტა­ტია. იგი ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად პო­უ­ლობს ფი­ნან­სურ გა­მორ­ჩე­ნას სა­ლომ­ბარ­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით. ამ­გვა­რი მა­მა­კა­ცი დიქ­ტა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, სი­ა­მა­ყით და ნე­ბის­ყო­ფის გა­სა­ო­ცა­რი სიმ­ტკი­ცი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.
    ქალ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თგუ­ლე­ბის უნარს და სუ­ლის სიძ­ლი­ე­რეს აფა­სებს. მის გვერ­დით შე­საძ­ლოა თავი ზოგ­ჯერ დე­დოფ­ლად, ზოგ­ჯერ კი უუფ­ლე­ბო მო­ნად იგ­რძნოთ. მო­რი­ელს უყ­ვარს ფლო­ბა და მარ­თვა. შე­სა­ბა­მი­სად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ გა­მიზ­ნუ­ლა­დაც აყე­ნებს ტკი­ვილს, მარ­ტო­ო­დენ იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ამ უკა­ნას­კნე­ლის გრძნო­ბა მის მი­მართ გულ­წრფე­ლია. გა­რეგ­ნუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის მიღ­მა იგი ხში­რად მა­ლავს ღა­ლა­ტის ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შიშს, რა­საც ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბით, ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბით, სას­მე­ლი­თა და ნარ­კო­ტი­კით ინა­ზღა­უ­რებს.

    ლომი
    მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს რო­გორც მეფე, არ ჰგავ­დეს მა­სას და იყოს ლი­დე­რი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს უბიძ­გებს კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბის­კენ. ლომი ბუ­ნე­ბით ზარ­მა­ცია; შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს მოჰ­კი­დებს ხელს რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­მუ­შა­ოს. მას აქვს ნიჭი მო­სა­წყე­ნი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი სხვებს ოს­ტა­ტუ­რად გა­და­ა­ბა­როს. თა­ვად კი ყო­ველ­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თა და უშუ­ა­ლოდ სხვე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა-კონ­ტრო­ლით კავ­დე­ბა. თუკი იგი სა­კუ­თარ თავ­ში სი­ზარ­მა­ცი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას არე­გუ­ლი­რებს, მის­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი დგე­ბა. ლომი ჭკვი­ა­ნი და ფრთხი­ლი საქ­მო­სა­ნია. იგი კარ­გად ახერ­ხებს ფუ­ლის შოვ­ნას შოუ-ბიზ­ნე­სი­სა და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის კუ­თხით. მის­თვის არც სა­ბან­კო სფე­როა ძნე­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლი.
    ქალი, რო­მელ­საც ლო­მის მო­ხიბ­ვლა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, მის მე­ფურ სტან­დარ­ტებს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უნდა იყოს დე­დოფ­ლუ­რი, ღირ­სე­უ­ლი და ამას­თა­ნა­ვე უშუ­ა­ლო. ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა; შე­სა­ბა­მი­სად, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ამ კა­ცის ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტეა ემო­ცი­ე­ბი. ამი­ტომ მი­უ­ხედ­ვად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იმი­ჯი­სა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლომი მორ­ჩილ ფი­სოს ემ­სგავ­სე­ბა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ფერ­ხთით.

    ქალ­წუ­ლი
    წინ­და­ხე­დუ­ლი, ცივი, ან­გრი­ში­ა­ნი გო­ნე­ბის მქო­ნე კა­ცია. ფუ­ლის შოვ­ნა უფრო უყ­ვარს, ვიდ­რე მისი ხარ­ჯვა. ქალ­წუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბას, რო­გორც წესი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა-დაგ­რო­ვე­ბა­ში ხე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი არ არის ის ფაქ­ტი, რა­ტომ იბა­დე­ბა ყვე­ლა­ზე მეტი მი­ლი­ო­ნე­რი ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლო­ბით. ქალ­წულ მა­მა­კაცს ხელ­გაშ­ლი­ლის, მფლან­გველ­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულს ვერ ვუ­წო­დებთ. იგი ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც მი­ნი­მა­ლიზ­მი­სა და სი­სა­და­ვის მომ­ხრეა. ქალ­წუ­ლი აფა­სებს ხა­რისხს და კომ­ფორ­ტს. დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს თა­ვის მოვ­ლის, ჰი­გი­ე­ნი­სა და კვე­ბის სა­კი­თხებს. ფი­ნან­სურ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აღ­წევს, სა­დაც უშუ­ა­ლოდ ფულ­თან შე­ხე­ბა ევა­ლე­ბა. დამ­გრო­ვე­ბე­ლი და ხელ­მომ­ჭირ­ნეა, ზოგ­ჯერ ცოტა ძუნ­წიც. ამას­თან ერ­თად, კრი­ტი­კუ­ლი და მეწ­ვირლ­მა­ნეც.
    ქალი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით ყოფ­ნას აპი­რებს, რკი­ნის ნერ­ვე­ბით უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი. იმი­ტომ რომ, მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი გა­მუდ­მე­ბით მის­ცემს მას შე­ნიშ­ვნებს ათას­გვა­რი კუ­თხით. სა­მა­გი­ე­როდ, მას­თან კომ­ფორ­ტი, სიმ­ყუდ­რო­ვე და ზრუნ­ვა არ მო­გაკ­ლდე­ბათ. ამას­თან ერ­თად, მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მამ­რე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, რა სი­დი­დის ქო­ნე­ბის პატ­რო­ნიც არ უნდა გახ­დეს, იგი სხვა­ზე არა­სო­დეს გაც­ვლის ქალს, რო­მელ­თა­ნაც თავს კარ­გად გრძნობს და აფა­სებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    66 ნახვა
    9-10-2021, 00:38