GOGA.TV
რისი ნიჭი დაანათლა კოსმოსმა თქვენს შვილს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
  • რისი ნიჭი დაანათლა კოსმოსმა თქვენს შვილს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

    უნი­კა­ლურ ინ­დი­ვი­დე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან. ამი­ტომ თი­თო­ე­ულ მათ­განს, კონ­კრე­ტუ­ლად მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია. თუმ­ცა, როცა საქ­მე მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა, მშობ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თარ შვილ­ში ის, თუ რო­მე­ლი სფე­როს მი­მართ ექ­ნე­ბა მას ინ­ტე­რე­სი და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აჯო­ბებს მი­მარ­თონ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­გი­მარ­ტი­ვებთ საქ­მეს.

    ვერ­ძი - ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი გა­აჩ­ნი­ათ. ხატ­ვა, მუ­სი­კა, თე­ატ­რი, კინო – მათი სფე­როა. ბი­ჭუ­ნე­ბი სპორ­ტულ სარ­ბი­ელ­ზე გა­მო­ი­ჩე­ნენ თავს. გო­გო­ნა შე­საძ­ლოა ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეს.

    კურო - პა­ტა­რა კუ­რო­ებს ძერ­წვა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა და დი­ზა­ი­ნი იზი­დავთ. მათ დიდ ნა­წილს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლა და შე­საძ­ლოა, მის­გან კარ­გი ფლო­რის­ტი დად­გეს. მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლო­ბის გამო პა­ტა­რა კურო ხში­რად ბიზ­ნეს­მე­ნო­ბა­ზე ან ბან­კი­რო­ბა­ზეც ოც­ნე­ბობს. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ.

    ტყუ­პე­ბი - ტყუპ ბავ­შვს გა­მუდ­მე­ბით გა­აჩ­ნია ორი, სამი ან მეტი გა­სარ­თო­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­მავ­ლოდ მან შე­იძ­ლე­ბა ორ პრო­ფე­სი­ა­საც მი­უ­ძღვნას თავი ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად. სა­უ­კე­თე­სო საქ­მი­ა­ნო­ბად შე­საძ­ლოა მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი "მო­ლა­პა­რა­კე" პრო­ფე­სია იქ­ცეს. მაგ. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, სა­რეკ­ლა­მო სფე­რო, პი­ა­რი ან მარ­კე­ტინ­გი.

    კირჩხი­ბი - პა­ტა­რა კირჩხი­ბე­ბი უზო­მოდ ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან. მათ ძა­ლი­ან უჭირთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­თო მა­სე­ბის წი­ნა­შე დე­მონ­სტრი­რე­ბა და ურ­ჩევ­ნი­ათ ახლო ოჯა­ხურ წრე­ში გა­იხ­სნან. ამი­ტომ კირჩხი­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სია სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა პე­და­გო­გი­კა და ზო­გა­დად, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს. კიბო დამ­გრო­ვე­ბე­ლი და სიძ­ვე­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნი­შა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი კარ­გი ბან­კი­რე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბიც გა­მო­დი­ან.

    ლომი - პა­ტა­რა ლომს ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და­ბა­დე­ბი­დან ეტყო­ბა. ამ ბავ­შვებს კარ­გი სამ­სა­ხი­ო­ბო ან სა­სიმ­ღე­რო მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. მათ­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ორა­ტო­რე­ბი გა­მო­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ­მა შვილ­მა შე­საძ­ლოა თავი სა­მო­მავ­ლოდ პო­ლი­ტი­კა­შიც გა­მო­ი­ჩი­ნოს. თუ გო­გო­ნაა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მო­დის სფე­რო­თი და­ინ­ტე­რეს­დეს.

    ქალ­წუ­ლი - ქალ­წუ­ლის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბაა. ამი­ტომ თქვენ შვილს სა­მო­მავ­ლოდ მარ­ტი­ვად წარ­მო­იდ­გენთ ექი­მის ამ­პლუ­ა­ში თუ მის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხებს კარ­გად და­აკ­ვრი­დე­ბით. თუმ­ცა, გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო გან­ხრი­სა, იგი შე­საძ­ლოა, კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რიც გახ­დეს.

    სას­წო­რი- სას­წო­რე­ბი ბუ­ნე­ბი­თა და მო­წო­დე­ბით ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან. ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუკი თქვენს პა­ტა­რას გული ცეკ­ვის, მუ­სი­კი­სა და ხატ­ვის­კენ მი­უ­წევს. მის­გან შე­საძ­ლოა ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­რის­ტი ან დი­ზა­ი­ნე­რიც დად­გეს.

    მო­რი­ე­ლი - პა­ტა­რა მო­რი­ელს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს ის სფე­რო­ე­ბი, რაც და­ფა­რუ­ლი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი და რთუ­ლია. გა­საკ­ვი­რი არ არის იგი ხში­რად პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა­ნა­საც თა­მა­შობ­დეს. რის ხარ­ჯზეც დი­დო­ბა­ში მის­გან არ­ცთუ ური­გო კრი­მი­ნა­ლის­ტი ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი გა­იზ­რდე­ბა. თუ გო­გო­ნაა, შე­საძ­ლოა პრო­ფე­სია ფსი­ქო­ლო­გო­ბა აირ­ჩი­ოს, იმი­ტომ რომ, ადა­მი­ან­თა სუ­ლის სიღ­რმე­ე­ბის კვლე­ვა მო­რი­ე­ლის კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი "გა­სარ­თო­ბია".

    მშვილ­დო­სა­ნი - პა­ტა­რა მშვილ­დოს­ნებს მო­უს­ვე­ნა­რი და ხი­ფა­თი­ა­ნი ხა­სი­ა­თი აქვთ. ისი­ნი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლით და სპორ­ტით. ამი­ტომ სა­მო­მავ­ლოდ მის­გან რომ კარ­გი კი­ნო­ლო­გი ან ტან­მო­ვა­ჯი­შე დად­გეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ გო­გო­ნაა შე­საძ­ლოა სა­რეკ­ლა­მო საქ­მემ გა­ი­ტა­ცოს.

    თხის რქა - ის ერ­თა­დერ­თია ალ­ბათ და­ნარ­ჩენ ბავ­შვებს შო­რის, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან­ვე აქვს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნად, თუ ვინ უნდა რომ გა­მო­ვი­დეს. თხის რქე­ბი სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ად ბან­კი­რო­ბას ან პო­ლი­ტი­კო­სო­ბას ირ­ჩე­ვენ. თუ თქვე­ნი შვი­ლი გო­გო­ნაა შე­საძ­ლოა, მას ოც­ნე­ბად იუ­რის­ტო­ბა ჰქონ­დეს გა­დაქ­ცე­უ­ლი.

    მერ­წყუ­ლი - ცვა­ლე­ბა­დი, ნო­ვა­ტო­რი და თა­ვი­სე­ბუ­რი ბავ­შვია. მას მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი აქვს. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უკეთ სა­კუ­თარ თავს ინ­ტერ­ნე­ტის ან უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში იპო­ვის. ალ­ბათ უკვე მრა­ვალ­გზის დაშ­ლილ-აწყო­ბი­ლი ექ­ნე­ბა სახ­ლში კომ­პი­უ­ტე­რი, უთო, მა­ცი­ვა­რი და ა.შ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­თა­მა­შო­ებ­ზე.

    თევ­ზე­ბი - გა­მოკ­ვე­თი­ლად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, მე­ოც­ნე­ბე და უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია. მისი ილუ­ზო­რუ­ლი ბუ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სოდ ვლინ­დე­ბა თე­ატ­რა­ლურ ან სამ­წერ­ლო სარ­ბი­ელ­ზე. ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში ნაც­ვლად იმი­სა, რომ ნაირ-ნა­ი­რი ტყუ­ი­ლის გა­მო­გო­ნე­ბის­თვის და­სა­ჯოთ, ხელ­ში სუფ­თა ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი მი­ე­ცით და სთხო­ვეთ, წარ­მო­სახ­ვას გა­სა­ქა­ნი მის­ცეს მო­თხრო­ბე­ბის წე­რის სა­ხით. მერ­წმუ­ნეთ, მის­გან საკ­მა­ოდ კარ­გი მწე­რა­ლი დად­გე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    63 ნახვა
    9-10-2021, 00:41