GOGA.TV
მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    დღე­სას­წა­უ­ლი "მა­მე­ბის დღე" სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხა­ლი­სით აი­ტა­ცა. არც ჩვე­ნი სა­ი­ტი ჩა­მორ­ჩე­ბა ამ მხრივ სა­ყო­ველ­თაო აჟი­ო­ტაჟს და აქ­ტი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ ერ­თობ სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მას - მა­ინც რო­გორ ხვდე­ბი­ან მა­მა­კა­ცე­ბი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ცნო­ბას მო­სა­ლოდ­ნე­ლი მა­მო­ბის შე­სა­ხებ და ზო­გა­დად, ვინ რო­გო­რი მამა შე­იძ­ლე­ბა იყოს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით...

    ვერ­ძი – მა­მა­კა­ცი ვერ­ძი ბუ­ნე­ბით თა­ვა­დაც უზო­მოდ ბავ­შვუ­რი და ინ­ფან­ტი­ლუ­რია. ამი­ტომ შვი­ლის შე­ძე­ნა მის­თვის ყო­ველ­თვის სა­ა­მა­ყო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნაა. რა ასაკ­შიც არ უნდა იყოს და მე­რამ­დე­ნე­ჯე­რაც არ უნდა გახ­დეს მამა, ვერ­ძი კაცი ყო­ველ­თვის დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეგე­ბე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნის შე­მოს­ვლას მის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­მო­მავ­ლოდ კი ცდი­ლობს შვი­ლის­თვის მე­გო­ბა­რი უფრო იყოს ვიდ­რე ტი­პუ­რი მამა, მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნი­თა და ჭკუ­ის და­რი­გე­ბე­ბით.

    კურო – კუ­რო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­გორც წესი, ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად ხვდე­ბა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­უ­გეგ­მავ ამ­ბავს და სი­ახ­ლეს. მით უმე­ტეს, თუკი საქ­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბას ეხე­ბა, კურო მო­მა­ვა­ლი პა­ტა­რას სა­ხით პირ­ველ რიგ­ში, სო­ლი­დურ თან­ხას წარ­მო­იდ­გენს, რო­მე­ლიც მის შვილს კო­ლე­ჯის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის და­სამ­თავ­რებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა. ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ კუ­როს მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბა არ ახა­რებს, უბ­რა­ლოდ, მას ურ­ჩევ­ნია, რო­გორც ყვე­ლა­ფერს ცხოვ­რე­ბა­ში, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტსაც შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ისე ფი­ნან­სუ­რად.

    ტყუ­პი – ტყუ­პი კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, შვი­ლის და­ბა­დე­ბის სა­კითხს ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნას, გარ­კვე­უ­ლი სიმ­სუ­ბუ­ქი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით ხვდე­ბა. ტყუ­პის­თვის შვი­ლი, მო­რი­გი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლია ცხოვ­რე­ბა­ში. რო­მე­ლიც მას ახ­ლე­ბუ­რი შე­მეც­ნე­ბის გზის გავ­ლას ჰპირ­დე­ბა. თუმ­ცა­ღა, როცა საქ­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეხე­ბა ბავ­შვთან მი­მარ­თე­ბა­ში (მაგ., მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა და ა.შ.) მამა ტყუ­პი საქ­მე­ე­ბის მო­მი­ზე­ზე­ბას არ­ჩევს და დიდსუ­ლოვ­ნად უთ­მობს ას­პა­რეზს ბავ­შვის დე­დას.

    კირჩხი­ბი – კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცე­ბი, ბუ­ნე­ბით მზრუნ­ვე­ლი და მე­ო­ჯა­ხე ტი­პა­ჟე­ბი არი­ან. კირჩხი­ბის­თვის ოჯა­ხის ფე­ნო­მე­ნი ამ­ქვეყ­ნად წმინ­და­თა წმინ­და რა­მაა. ამი­ტომ მშობ­ლის სტა­ტუ­სი, მის­თვის ერ­თბა­შად სა­სი­ხა­რუ­ლო და უზო­მოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­ვა­ლე­ო­ბაა. იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მაა, რო­მე­ლიც მზად არის პა­ტა­რას დე­დის მა­გივ­რო­ბაც კი გა­უ­წი­ოს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

    ლომი – მა­მა­კა­ცი ლო­მე­ბის დიდ ნა­წილს, ძა­ლი­ან უყ­ვარს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ლომი ზო­დი­ა­ქოს მე­ხუ­თე სახ­ლის მმარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ შვი­ლე­ბის ყო­ლა­ზე, ზო­გა­დად შვი­ლი­ე­რე­ბა­ზე აგებს პა­სუხს, ამი­ტომ ლომს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მალე მამა უნდა გახ­დეს, სი­ა­მა­ყი­თა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დი­ნით ავ­სებს. მო­მა­ვალ­ში იგი შე­ეც­დე­ბა შვი­ლის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა. მარ­თა­ლია, პა­ტა­რას ზედ­მე­ტი მო­ფე­რე­ბით და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბით არ გა­ა­ნე­ბივ­რებს, მაგ­რამ შვი­ლებს იგი მა­ინც ძა­ლი­ან ეყ­ვა­რე­ბათ.

    ქალ­წუ­ლი – მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და პრაქ­ტი­კუ­ლად უდ­გე­ბა. ამი­ტომ მის­თვის და­უ­გეგ­მა­ვი სი­ურპრი­ზე­ბი, არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მაა. მით უმე­ტეს, როცა საქ­მე ბავ­შვის და­ბა­დე­ბას ეხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ უნდა შე­ა­თან­ხმოთ ქალ­წულ­თან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მან შე­იძ­ლე­ბა "დე­ე­ნე­მის" ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბაც კი მო­ი­თხო­ვოს ახალ­შო­ბი­ლის მა­მო­ბა­ში მისი უშუ­ა­ლო კავ­ში­რის და­სად­გე­ნად. თუმ­ცა­ღა თუ მან სა­კუ­თარ თავ­ზე მა­მო­ბის ტვირ­თი აიღო, მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი და მზრუნ­ვე­ლი მშო­ბე­ლი დგე­ბა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნებს ბავ­შვის აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლოდ არც მის გა­ნათ­ლე­ბა­ში და­ე­ნა­ნე­ბა სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და.

    სას­წო­რი – ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, მა­მო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­სო­დეს ამ­ჟღავ­ნე­ბენ. სას­წორს სიმ­ყუდ­რო­ვე და კომ­ფორ­ტი უყ­ვარს, ჩვი­ლის შე­ძე­ნას­თან ერ­თად კი ამ ორ რა­მეს დიდი ხნით უნდა გა­მო­ემ­შვი­დო­ბოს კაცი. ამი­ტომ ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ მალე მამა გახ­დე­ბა, მა­მა­კა­ცი სას­წო­რი შიშ­ნა­რე­ვი მო­ლო­დი­ნით ხვდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს მა­ღა­ზი­ა­ში კარ­გი ფირ­მის ყურ­საც­ვა­მე­ბიც კი შე­ი­ძი­ნოს სა­თა­და­რი­გოდ, ვა­ი­და პა­ტა­რა ძა­ლი­ან ჭირ­ვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის გა­მოდ­გეს.

    მო­რი­ე­ლი – მა­მა­კა­ცი მო­რი­ე­ლი, ბუ­ნე­ბით მზრუნ­ვე­ლი და მე­სა­კუთ­რე ტი­პა­ჟია. მის­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მით უმე­ტეს შვი­ლე­ბი უდი­დეს ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ იგი ამ უკა­ნას­კნელთ მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს და პატ­რო­ნობს. ცნო­ბას, იმის შე­სა­ხებ, რომ მამა უნდა გახ­დეს, მო­რი­ე­ლი მშვი­დად მაგ­რამ სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბით ეგე­ბე­ბა და ჯერ კი­დევ მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იწყებს პირ­მ­შოს მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვას.

    მშვილ­დო­სა­ნი – იგი აბ­სო­ლუ­ტურ შოკ­ში ვარ­დე­ბა, როცა იგებს, რომ შე­საძ­ლოა, მალე მამა გახ­დეს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა უკვე ხდე­ბა მამა მხო­ლოდ მა­შინ იგებს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ და მა­ინც სა­ოც­რად დაბ­ნე­უ­ლია. ეს ის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც მა­მო­ბის კან­დი­და­ტად ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მოდ­გე­ბა, მას არც სურ­ვი­ლი და არც ძალა არ შეს­წევს მო­უ­ა­როს და იზ­რუ­ნოს ჩვილ­ზე. შვილ­თან მე­გობ­რო­ბას იგი მხო­ლოდ ამ უკა­ნას­კნე­ლის წა­მოზ­რდის შემ­დეგ იწყებს და უფრო ძმა­კა­ცუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ვიდ­რე მამა-შვი­ლუ­რი.

    თხის რქა – ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს, ხა­სი­ა­თის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბად თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა ჩა­ვუთ­ვა­ლოთ. თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ თხის რქის სა­ხით სა­უ­კე­თე­სო მამა იპოვ­ნეთ თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი შვი­ლის­თვის. თხის რქა, და­გეგ­მვა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის გა­რე­შე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს იშ­ვი­ა­თად დგამს. ამი­ტომ, თუ მას აც­ნო­ბებთ, რომ მალე მამა გახ­დე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თავს ნამ­დვი­ლად არ აა­რი­დებს. თუმ­ცა თა­ვად ამ მოვ­ლე­ნამ­დე, მას­თან არამ­ხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ფლირ­ტი, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც უნდა გა­კავ­ში­რებ­დეთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, იგი არც თქვენ, არც თქვენს შვილს არ გა­ღი­ა­რებთ.

    მერ­წყუ­ლი – კი­დევ ერთი "ანტი-მამა", ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის. მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი ბუ­ნე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ტი­პა­ჟია. იგი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ იტანს ვე­რა­ნა­ი­რი სა­ხის შე­ზღუდ­ვას, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც თა­ვად გა­უ­ხარ­დე­ბა. თუმ­ცა­ღა იმა­ვეს გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას არც სხვებს უზღუ­დავს. თუ თქვენ მერ­წყულს აც­ნო­ბებთ, რომ მალე მამა უნდა გახ­დეს, იგი სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან და­იბ­ნე­ვა. თუმ­ცა­ღა მო­მა­ვა­ლი ბავ­შვის დე­დის სას­წრა­ფოდ ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში გა­ქა­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ იჩ­ქა­რებს. მის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­სა­ღე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, მო­მა­ვა­ლი შვი­ლის­თვის იგი ძა­ლი­ან კარ­გი, ხა­ლი­სი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი მამა იქ­ნე­ბა. რო­მელ­თან ყოფ­ნაც ბავ­შვს ყო­ველ­თვის ეყ­ვა­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი – თევ­ზი მა­მა­კა­ცი, ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი ნა­ტუ­რაა. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურ­ვი­ლი იზ­რუ­ნოს ქალ­ზე, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის მო­მა­ვა­ლი დედა უნდა გახ­დეს. თუმ­ცა­ღა, ის უფრო გა­უ­ხარ­დე­ბა, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვად მო­აგ­ვა­რებს ნე­ბის­მი­ერ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­უ­ანსს, მათ შო­რის ბავ­შვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და კვე­ბის საქ­მეს. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვად თევ­ზი, უარს არა­სო­დეს იტყვის შვილს ზღაპ­რე­ბი წა­უ­კი­თხოს ან ზე­პი­რა­დაც მო­უყ­ვეს. სა­ა­მი­სოდ მას საკ­მა­რის­ზე მეტი ფან­ტა­ზი­ის უნა­რი გა­აჩ­ნია.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    46 ნახვა
    10-10-2021, 01:42