GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე საიმედო და ყველაზე უპასუხისმგებლო თანამშრომლები
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე საიმედო და ყველაზე უპასუხისმგებლო თანამშრომლები

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­ყა­ი­თი და შრო­მის­მოყ­ვა­რე კონ­ტინ­გენ­ტი ეგუ­ლე­ბო­დეს. თუმ­ცა, რა უნდა ვქნათ მა­შინ, როცა ჩვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამარ­თლებს იმე­დებს? უნდა მივ­მარ­თოთ ისევ და ისევ ეი­ჩარ-ას­ტრო­ლო­გი­ას.

    რო­გორც ევ­რო­პე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი უმაგ­რებს ზურგს, კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით სამი ჯგუ­ფი გა­მოვ­ლინ­და:

    ყვე­ლა­ზე არა­სა­ი­მე­დო კონ­ტინ­გენ­ტი – ანუ ხალ­ხი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით იც­ვლის ინ­ტე­რე­სებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს:

    ტყუ­პი – 98%, მერ­წყუ­ლი – 88%, მშვილ­დო­სა­ნი – 80%, თევ­ზე­ბი – 78%. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბა მოკ­ლე სა­კონ­ტრაქ­ტო ვა­დი­თაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი არ ხართ.

    მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ი­მე­დო­თა კა­ტე­გო­რია მი­ა­კუთ­ვნეს ას­ტრო­ლო­გებ­მა (ის ხალ­ხი, ვინც უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ­დე რჩე­ბა უფ­რო­სო­ბის ერ­თგუ­ლი ან და­წი­ნა­უ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა აც­დუ­ნებს სხვა­გან):

    მო­რი­ე­ლი – 97%, ლომი – 90%, თხის რქა – 86%, სას­წო­რი – 76%. ჩა­მოთ­ვლი­ლი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ყო­ველ­თვის ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ პრინ­ციპს "ბიზ­ნე­სი არის ბიზ­ნე­სი, მე­გობ­რო­ბა კი მე­გობ­რო­ბა". ამი­ტომ მათ­თვის მარ­ტი­ვია სა­მუ­შაო ად­გი­ლის ცვლა ძი­რი­თა­დად მერ­კან­ტი­ლუ­რი მო­საზ­რე­ბის გამო.

    ყვე­ლა­ზე ერ­თგულ თა­ნამ­შრომ­ლე­ბად კი ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ ოთხი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი აღი­ა­რა:

    კირჩხი­ბი – 97%, ვერ­ძი – 92%, ქალ­წუ­ლი – 78% და კურო – 74%

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი ინარ­ჩუ­ნებს მაქ­სი­მა­ლურ ერ­თგუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის და დამ­საქ­მებ­ლის მი­მართ, რაღა თქმა უნდა, ამ უკა­ნას­კნე­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ბევ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა ხში­რად ზუს­ტად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრებ­სა და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე გა­დის ხოლ­მე. მათ გულ­წრფე­ლად სჯე­რათ უკე­თე­სი მო­მავ­ლის (ვერ­ძი), შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნი­ათ შე­უჩ­ვე­ველ ლხინს (კურო/კირჩხი­ბი) და საღი გო­ნე­ბით აა­ნა­ლი­ზე­ბენ რე­ა­ლო­ბას (ქალ­წუ­ლი).

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    59 ნახვა
    10-10-2021, 01:44