GOGA.TV
11-17 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი
  • 11-17 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი

    მზარდი მთვარის კვირა დაიწყო. სიყვარულის პლანეტა ვენერა მშვილდოსანშია. მოგვინდება საკუთარი თავის ძვირად ღირებული პროცედურებით, ნივთებით, სამოსით, აქსესუარებით განებივრება, წვეულებებზე დასწრება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მერკური რეტროგრადულია და ნუ შეიძენთ ლამაზ, მაგრამ უსარგებლო ნივთებს. ამ კვირაში წარმატებას ინტელექტუალური საქმიანობა მოგიტანთ. მოიმატებს ფანტაზია, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. წარმატებული კვირა გელით ხელოვან ნიშნებს. გირჩევთ, თითოეული დღე რაციონალურად დაგეგმოთ, გამოყავით დრო დასვენებისთვისაც.

    11 ოქტომბერი, მთვარე მშვილდოსანშია 21:17-მდე. მერე გადავა თხის რქაში.

    მთვარე მშვილდოსანში
    კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები. მოსაფრთხილებელია ღვიძლი,
    უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    კარგია - ესტუმროთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    ცუდია - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    მთვარე თხის რქაში
    მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    14 ოქტომბერი, მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
    16 ოქტომბერი, მთვარე 06:23-ზე თევზებს ესტუმრება. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    წყარო: marao.ge
    37 ნახვა
    11-10-2021, 01:11