GOGA.TV
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გაბედნიერება შეუძლია
  • ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გაბედნიერება შეუძლია

    თა­რი­ღი გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ვი­ზუ­ა­ლურ იმიჯ­ზე, ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებ­ზე, სექ­სუ­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ალ­ზე და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ალ­ბათ ყვე­ლა კაცი ოც­ნე­ბობს, კომ­ფორ­ტულ და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლ­ზე, რო­მე­ლიც ზო­მი­ე­რად სექ­სუ­ა­ლუ­რიც იქ­ნე­ბა, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სიც და იდე­ა­ლუ­რი დე­დაც. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ კრი­ტე­რი­უმს ყვე­ლა­ზე ხში­რად ზო­დი­ა­ქოს სამი ნი­შა­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

    კურო - ტი­პუ­რი კურო ქალი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კუ­როს ვე­ნე­რა მარ­თავს, ამი­ტომ რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი გა­სა­ო­ცა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით და კარ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. გარ­და ამი­სა, კურო იდე­ა­ლუ­რი კუ­ლი­ნა­რი და დი­ა­სახ­ლი­სია. ეს არის ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქალი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თავს ქა­ლურ ხრი­კებს და ჭირ­ვე­უ­ლო­ბას მა­მა­კა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ამი­ტომ მას­თან ქორ­წი­ნე­ბა მა­მა­კა­ცის­თვის ნიშ­ნავს ერ­თდრო­უ­ლად სა­ი­მე­დო მე­გობ­რი­სა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე პარტნი­ო­რის შე­ძე­ნას.

    კირჩხი­ბი - მთვა­რე, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს, ქალ კირჩხიბს ანი­ჭებს სა­თუთ ხა­სი­ათს, ქა­ლუ­რო­ბას, უსა­ზღვრო სი­ნა­ზეს და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნო­ბას. ქალი კირჩხი­ბი ინ­ტუ­ი­ცი­ით ხვდე­ბა რას სჭირ­დე­ბა მის მა­მა­კაცს და ყო­ველ­თვის მზა­დაა ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით, კირჩხი­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებს პარტნი­ო­რის პრი­ო­რი­ტეტს. ეს არის ზო­მი­ე­რად მორ­ჩი­ლი და ზო­მი­ე­რად ეშ­მა­კი ქალი, რომ­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნი­თაც მა­მა­კა­ცი იძენს სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რეს, კარგ მე­ნე­ჯერს ოჯა­ხის­თვის და იდე­ა­ლურ დე­დას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის აღ­საზ­რდე­ლად.

    სას­წო­რი - კუ­როს მსგავ­სად სას­წო­რიც პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას მარ­თვა­შია. თუმ­ცა, სას­წორ­თან ვე­ნე­რა თა­ვის სიძ­ლი­ე­რეს სრუ­ლი ასი პრო­ცენ­ტით ავ­ლენს, რაც სას­წო­რი ქა­ლე­ბის უზა­დო გა­რეგ­ნო­ბა­სა და შარმ­ში ვლინ­დე­ბა. ქალი სას­წო­რი ერთი შე­ხედ­ვით ნაზი, და­უც­ვე­ლი და ქა­ლუ­რია. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა მას­თან ნაც­ნო­ბო­ბი­სას. რე­ა­ლუ­რად კი სას­წო­რი ქალი გა­სა­ო­ცა­რი გო­ნი­ე­რე­ბით, ჭკუ­ით, წინ­და­ხე­დუ­ლე­ო­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ით და ტაქ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მან ზუს­ტად იცის რო­დის უნდა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს ან და­უთ­მოს მა­მა­კაცს. ამი­ტომ ძა­ლი­ან მალე იკა­ვებს მთა­ვარ ად­გილს სა­კუ­თა­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რის გულ­ში, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არა­სო­დეს ინა­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ბედი ზუს­ტად ამ ლა­მაზ, ბრძენ და რა­ცი­ო­ნა­ლურ ქალს და­უ­კავ­ში­რა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    74 ნახვა
    12-10-2021, 11:22