GOGA.TV
მშვილდისრებით შეიარაღებული 37 წლის მამაკაცი მოქალაქეებს ნორვეგიაში თავს დაესხა
  • მშვილდისრებით შეიარაღებული 37 წლის მამაკაცი მოქალაქეებს ნორვეგიაში თავს დაესხა

    5 დაღუპული და 2 დაშავებული - მშვილდისრებით შეიარაღებული 37 წლის მამაკაცი მოქალაქეებს ნორვეგიაში დაესხა თავს. შემთხვევა ქალაქ კონგსბერგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ის დანიის მოქალაქეა და მარტო მოქმედებდა. უცნობია გამოიყენა თუ არა მან სხვა იარაღი. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია.

    სამართალდამცავმა უწყებამ მეტი სიფრთხილისთვის პოლიციელებისთვის ქვეყნის მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრძანება გასცა. ამ ეტაპზე პოლიცია იძიებს იყო თუ არა თავდასხმა ტერორისტული აქტი.
    31 ნახვა
    14-10-2021, 02:47