GOGA.TV
თუკი მამაკაცს აღარ ვაინტერესებთ - ანუ როგორ მივხვდეთ, რომ გადავუყვარდით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • თუკი მამაკაცს აღარ ვაინტერესებთ - ანუ როგორ მივხვდეთ, რომ გადავუყვარდით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ამის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ­მა ქალ­მა იცის... ოღონდ იცის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად. პრაქ­ტი­კა­ში კი ხში­რად ბევრ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს სჯე­რა, რომ მისი რჩე­უ­ლი არა­სო­დეს და­კარ­გავს ინ­ტე­რესს ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­მართ. არა, თქმა არ უნდა, ერ­თგუ­ლი და მო­ნო­გა­მი­უ­რი კა­ცე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა მათ სიყ­ვა­რულ­საც სჭირ­დე­ბა მოვ­ლა და ახალ-ახა­ლი ემო­ცი­ე­ბით გა­მოკ­ვე­ბა. ამი­ტომ თუ ისე მოხ­და, რომ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი "სიმპტო­მე­ბი" შე­ამ­ჩნი­ეთ თქვენს ძვირ­ფასს, სას­წრა­ფოდ და­ი­წყეთ რე­ა­გი­რე­ბა!

    ასე მა­გა­ლი­თად - ცე­ცხლის სტი­ქი­ის მამ­რებს: ვერ­ძებს, ლო­მებ­სა და მშვილ­დოს­ნებს ინ­ტე­რე­სის და­კარ­გვას იმით შე­ა­ტყობთ, რომ მათი მხრი­დან თქვე­ნი "დევ­ნის" და ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბი­ჯის კონ­ტრო­ლის მა­ნია შე­სუს­ტდე­ბა. თუკი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი აღარ გი­რე­კავთ წამ­ში ათას­ჯერ და არ ინ­ტე­რეს­დე­ბა სად ხართ, რას აკე­თებთ და ვის­თან ერ­თად, იცო­დეთ, ის თქვენ მი­მართ გა­ცივ­და და დიდი ალ­ბა­თო­ბით, სხვა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

    მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბი ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ გუ­ლის აც­რუ­ე­ბას. კურო, ქალ­წუ­ლი და თხის რქა
    ცე­ცხლის სტი­ქი­ის თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი­ვით არ მო­იქ­ცე­ვი­ან. მათ უყ­ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ამი­ტომ თუკი იგი ხან­გრძლი­ვად და ავ­ბე­დი­თად დუმს, ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ კი სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ გე­პა­ტი­ჟე­ბათ იცო­დეთ - თქვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა ეჭ­ვის ქვეშ დგე­ბა.

    რაც შე­ე­ხე­ბა წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს - მო­რი­ელს, კირჩხიბს და თევ­ზებს . მათ შე­საძ­ლოა გრძნო­ბა გა­უქ­რეთ, მაგ­რამ მე­სა­კუთ­რუ­ლი ინ­სტინ­ქტე­ბი ძნე­ლად გა­უქ­რე­ბათ თქვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ ხან­გრძლი­ვად არ და­არ­ქმე­ვენ ისი­ნი თქვენს შო­რის არ­სე­ბულ კავ­შირს სა­ხელს და გა­გი­ჭირ­დე­ბათ მათ­გან რა­ი­მეს გარ­კვე­ვა. თუმ­ცა, სიმპტო­მე­ბი იმი­სა, რომ ასე­თი კაცი თქვენ მი­მართ გა­ცივ­და არის მისი უმი­ზე­ზო აგ­რე­სია და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

    და­ბო­ლოს, ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი - ტყუ­პი, მერ­წყუ­ლე­ბი და სას­წო­რე­ბი ცოტა არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად ამ­ჟღავ­ნე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­ცი­ვე­ბას. მათ შე­უძ­ლი­ათ რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე სუ­ლაც მობ­რუ­ნე­ბა. ამი­ტომ ყო­ფილ­თან ყო­ველ­თვის იტო­ვე­ბენ მე­გობ­რულ კავ­ში­რებს და მი­მო­წე­რას. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი თქვე­ნი რჩე­უ­ლი გთა­ვა­ზობთ ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დო­ნე­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას მო­ბეზ­რდით, თუმ­ცა გა­ნი­ხი­ლავს სა­მო­მავ­ლოდ ისევ თქვე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    75 ნახვა
    16-10-2021, 00:49