19 წლის ასაკში! - ჩემპიონთა თასზე გელა აფრასიძის დებიუტი შედგება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გელა აფრასიძე ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერმა "მონპელიემ" დუბლიორთა შემადგენლობიდან ჩემპიონთა თასის განაცხადში, პირველ გუნდში დააწინაურა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-5 ტურში "მონპელიე", 13 იანვარს, ინგლისში "ექსეთერს" ეთამაშება და 19 წლის ქართველი ფრანგული კლუბის ერთადერთი ჯანმრთელი 9 ნომერია. ის პირველ გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს და 13-ში მისი ელიტური დებიუტი შედგება.

"მონპელიე" მე-3 ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა და "ექსეთერის" შემდეგ, 20 იანვარს ლიდერს, ირლანდიურ "ლენსთერს" მასპინძლობს, რომელსაც 18 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 5 ჯგუფის გამარჯვებული და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

"ბორჯღალოსანთა" კიდევ ერთმა 9 ნომერმა, მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ ცნობილმა ვასილ ლობჟანიძემ ნოემბრის ტესტებზე მიღებული კოჭის ტრავმა მოიშუშა და "ბრივის" ევროპულ განაცხადში დაბრუნდა. მისი გუნდი ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურში 13 იანვარს "ოიონას" ეთამაშება.
წყარო: sportall.ge
167 ნახვა
10-01-2018, 23:41
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!