ნიკა აფაქიძე აზერბაიჯანის "საბაილშია" სინჯებზე
"რუსთავის" 25 წლის მცველი ნიკა აფაქიძე აზერბაიჯანის "საბაილშია" სინჯებზე და "საბახთან" ამხანაგურ მატჩში (0:0) მიიღო მონაწილეობა. კლუბის ხელმძღვანელობას მისი გუნდში დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ნიკა ადრე "ზუგდიდში", ქობულეთის "შუქურაში" და ლიტვის "ტრაკაიში" თამაშობდა.
წყარო: sportall.ge