მანუჩარ მარკოიშვილმა "ვირტუსთან" იფრინა, მისი გუნდი კი მაინც დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" ბოლონიაში დამარცხდა "ვირტუსთან" 75:85.

მანუჩარმა დიდებულად ითამაშა, 35 წუთში 25 ქულა ჩააგდო (5-დან 1 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 პერსონალური მიიღო და მატჩის ყველაზე შედეგიანი და მარგი ქმედების კოეფიციენტით (32!) საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

ცნობისათვის, მარკოიშვილის შემდეგ მის გუნდში ყველაზე შედეგიანი 11 ქულით ჯულიან რაიტი იყო, ხოლო "ვირტუსიდან" მარკუს სლაუგტერი (15).

"რეჯიო ემილია" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა და 20 იანვარს პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს აველინოს "სიდიგასს" უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge
169 ნახვა
14-01-2018, 00:15
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!