GOGA.TV
youtube
2022 წლის სექსუალური ასტროპროგნოზი: ვერძები ვნების მორევში გადაეშვებიან, ლომები ახალ საყვარლებს გაიჩენენ
  • 2022 წლის სექსუალური ასტროპროგნოზი: ვერძები ვნების მორევში გადაეშვებიან, ლომები ახალ საყვარლებს გაიჩენენ

    2022 წელი საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე, მაგრამ ქალებს ყველაზე მეტად სიყვარული და ვნება აინტერესებთ. იანვარში სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და სხვა პლანეტებს ისევ შეუერთდება. შეიძლება ახალგაცნობილი ერთი ნახვით ვერ შეაფასოთ და ვენერა გაძლევთ შანსს, რომ მეორედაც შეხედოთ. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთების ცხოვრებაში დაგიბრუნდეთ ყოფილი.

    ვერძი
    თამამად გამოხატეთ საკუთარი სურვილები. ნდობა და ვნება გსურთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, საკუთარი თავი ახალ ურთიერთობაში, სექსუალურ თავგადასავალში გამოსცადოს. არასდროს დათანხმდებით მეორეხარისხოვან როლს. დაუვიწყარი სექსუალური თავგადასავალი გელით აგვისტოში. თუმცა მთელი
    ზაფხული აღსავსე იქნება რომანტიკულობით. ურთიერთობის გასამრავალფეროვნებლად ყველაზე მეტად გამოგადგებათ ლომი, ტყუპი, მშვილდოსანი; აი, კირჩხიბთან, თევზებთან, თხის რქასთან და მორიელთან სექსუალურ საუბარსაც კი ნუ შეეცდებით.

    კურო
    ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, არ მოგწონთ აჩქარება და გიყვართ სიამოვნების მიღება. იცით საკუთარი თავის ფასი, მაგრამ სიყვარულისთვის მსხვერპლიც კი შეგიძლიათ გაიღოთ. იყავით მეტად თამამი სასიყვარულო თამაშში. საკურორტო რომანი ახლებურად დაგანახვებთ სექსუალურ სფეროს. შეიძლება რომანი ხანმოკლე აღმოჩნდეს, მაგრამ დასამახსოვრებელი.

    ტყუპი
    თქვენი მმართველი პლანეტა მერკური სწრაფმოძრავია და ასევე სწრაფად გეცვლებათ რომანტიკული მისწრაფებები. ყველასათვის ცნობილია, რომ, თუ ვნებამ შეგიპყროთ, თქვენი შეკავება შეუძლებელია. ახალი სექსუალური თავგადასავალი ზაფხულის მეორე ნახევარში გელოდებათ. გაფრთხილდით, ყველა მამაკაცი, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, იდეალური არაა, ზოგი შეიძლება მანიპულატორი აღმოჩნდეს. სექტემბერი დაუვიწყარ რომანტიკულ თავგადასავალს გპირდებათ, მაგრამ ხანგრძლივ კავშირს არა.

    კირჩხიბი
    ერთი ღამის თავგადასავალი თქვენთვის უინტერესოა. საწოლში სიამოვნება რომ მიიღოთ, მამაკაცთან ხანგრძლივი და საიმედო კავშირი უნდა გქონდეთ. გაამრავალფეროვნეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება სხვადასხვა ეროტიკული როლის მორგებით. 2022 წელს ყველაზე მშვიდად თავს იგრძნობთ კუროსთან და მორიელთან. აი, კირჩხიბსა და სასწორს კი უნდა ერიდოთ.

    ლომი
    ქარიზმატული და სექსუალურად მიმზიდველი ხართ და ასეთივე პარტნიორის ძიებაში იქნებით. მოიმატებს მამაკაცების ინტერესი თქვენდამი, თუმცა ხანმოკლე რომანები სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. გიყვართ, როცა მამაკაცს იმორჩილებთ და არც საწოლია გამონაკლისი. თქვენი მონდომება მრავალწლიანი კავშირის მიუხედავადაც კი ახალ თავგადასავლებს გპირდებათ.

    ქალწული
    გადაეჩვიეთ ცხოვრების გართულებას ზედმეტი სიმკაცრითა და წესებით. გააოცეთ საყვარელი ადამიანი სექსუალური თავაშვებულობით. მოირგეთ სხვადასხვა ეროტიკული როლი. ზოგიერთმა შეიძლება უხოელ მამაკაცებს გაუსინჯოს გემო, ზოგიერთი კი სამსახურებრივ რომანს გააბამს.

    სასწორი
    მუდამ თავშეკავებული იყავით და გრაციოზული მანერებით გამოირჩეოდით. თავადაც გაგიკვირდებათ, 2022 წელს რომანტიკულ და სენტიმენტალურ კი არა, ბრუტალურ და ზოგჯერ უხეშ მამაკაცებს მიანიჭებთ უპირატესობას. ვარდისფერი რომანტიკულობა კი შეიძლება უხამსმა დეკორაციებმა და სექსუალურმა სამოსმა ჩაანაცვლოს.

    მორიელი
    თქვენს მფარველ პლანეტას - მარსი - სურს, მუდამ გამარჯვებული იყოს და არც ინტიმური სფეროა გამონაკლისი. მორიელი ყველაზე სექსუალური ნიშანია და 2022 წელს თქვენი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგინდებათ თამამი ექსპერიმენტების განხორციელება. მარტოხელებს კი გამოგიჩნდებათ პარტნიორი, რომელიც დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

    მშვილდოსანი
    მუდამ სიახლეების ძიებაში ხართ და სექსუალური სფერო გამონაკლისი არაა. თქვენი იდეალური პარტნიორი ჭკვიანი და თამამი მამაკაცია. ამასთან, თავისუფლებისმოყვარე ხართ და ვერ აიტანთ, რომ მან შინ გამოგკეტოთ. გირჩევნიათ, მამაკაცი გამოგყვეთ, ვიდრე თქვენ მისდიოთ მას. მარტოხელებმა სასურველი პარტნიორის მისაზიდად ხშირად ჩაიცვით ქალურად და სექსუალურად.

    თხის რქა
    სექსუალურ გაფურჩქვნას 35-40 წლის ასაკში ახერხებთ. მანამდე მიზანდასახულად იბრძვით კარიერული მწვერვალების დასაპყრობად. თუმცა მხოლოდ გამოცდილ და ერთგულ პარტნიორთან გსურთ ინტიმური თავგადასავალი. მიბაძეთ ვერძებსა და მორიელებს. 2022 წელს შეხვდებით მამაკაცს, რომელიც საჩუქრებითაც აგავსებთ, სექსუალური კომპლიმენტებითაც და მის გვერდით თავს დედოფლად იგრძნობთ.

    მერწყული
    თქვენთვის მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებაა და მეგობართანაც კი შეიძლება გქონდეთ სექსი. ისე, გართობისთვის. არც ერთი ღამის თავგადასავალზე ამბობთ უარს და არც ექსპერიმენტებზე. 2022 წელს საყვარელი ადამიანი მილიონჯერ გაგაოცებთ თამამი ქცევით. მარტოხელები კი ჩამოყალიბდით, რა გსურთ, სტაბილურობა თუ სიახლეები.

    თევზები
    რომანტიკისა და ფანტაზიორობისთვის ხართ დაბადებული. წარმოსახვა, არომატები და რომანტიკული სიტყვები დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში. 2022 წელს სექსუალური სურვილების განხორციელება მოგინდებათ. მუდმივად ხართ მამაკაცების ყურადღების ცენტრში და სამყარო გამოგიგზავნით მას, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ზაფხულს საინტერესოდ გაატარებთ, მაგრამ მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედებს.

    წყარო: marao.ge
    92 ნახვა
    26-10-2021, 00:09