GOGA.TV
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის
  • ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

    მთე­ლი თვე უნდა და­უთ­მოთ ოჯახს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს და პი­რად ცხოვ­რე­ბას. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი კუ­თხის მო­წყო­ბა, სა­დაც გან­მარ­ტოვ­დე­ბით და ვე­რა­ვინ მო­გაგ­ნებთ. დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ დაგ­რო­ვი­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ მშობ­ლებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რზე მო­გი­წი­ოთ ზრუნ­ვამ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყი­სი თავს და­გა­მახ­სოვ­რებთ შეხ­ვედ­რე­ბით, საქ­მი­ა­ნი მი­მო­წე­რით, მივ­ლი­ნე­ბით. შუა თვე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს უნდა და­უთ­მოთ. გახ­შირ­დე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან მი­მოს­ვლე­ბი. აი, თვის ბო­ლოს კი რო­მან­ტი­კუ­ლი მი­მო­ე­რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. მო­გინ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. საქ­მე­ებ­ში უნდა შე­უ­ხა­მოთ ერ­თმა­ნე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში რო­მან­ტი­კუ­ლი და მო­სიყ­ვა­რულ იქ­ნე­ბით. მი­ი­ღებთ სა­ჩუქ­რებს ან თა­ვად მო­გი­წევთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ჩუქ­რე­ბით ავ­სე­ბა. თვის ბო­ლოს კი მე­ტად მზრუნ­ვე­ლი გახ­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა იზ­რუ­ნოთ (მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც კი) პარტნი­ორ­ზე. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი საქ­მე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფული მო­გი­ტა­ნოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მო­ე­რი­დეთ ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს. ან სახ­ლში ვარ­ჯი­შის­თვის შე­ი­ძენთ ტრე­ნა­ჟირს.

    4 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მო­აგ­ვა­რებთ სახ­ლთან, ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­მონ­ტი ან სახ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. ზო­გი­ერ­თი კი გა­და­წყვეტს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­დეს.

    19 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­ა­ნა­წყე­ნოთ ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც თქვე­ნი და­წი­ნა­უ­რე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან არ შე­გე­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­ჯა­რიმ­დეს კი­დეც. ზო­გი­ერ­თი, ვინც ელო­დე­ბა და­წი­ნა­უ­რე­ბას ან სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნას, მი­ი­ღებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    57 ნახვა
    28-10-2021, 00:50