ქართველი კონკურსანტების წარმატებები ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი კონკურსანტების წარმატებები ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე 6-10 თებერვალს ლას-ვეგასში საერთაშორისო კონკურსი „Golden Dream 2018” ჩატარდა, სადაც ჟიურის შემადგენლობაში ერთ-ერთი წევრი თამრიკო ღოღობერიძე გახლდათ. იგი ფესტივალის ჟიურიში უკვე მეორედ მიიწვიეს. კონკურსი "Golden Dream" სხვადასხვა ნომინაციების და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტარდება, სადაც ქალბატონი თამრიკოს მიერ წარდგენილმა ქართველმა გოგონებმა პირველი ადგილები დაიმსახურეს.
- „Golden Dream 2018“-ში წელს ხუთი ქართველი გოგონა იღებდა მონაწილეობას, მათგან 2 ამერიკაში მცხოვრები ქართველია, ხოლო 3 საქართველოდან არის. ლილიანა ლომინეიშვილი და თათა ხორგუაშვილი 17, ქეთი მოდებაძე და საბრინა აბდულაშვილი 14 წლის, ხოლო ანა მარია გელოვანი 10 წლის ასაკობრივ კატეგორიებში იღებდნენ მონაწილეობას. ლილიანა ლომინეიშვილმა და ანა მარია გელოვანმა პირველი საპრიზო ადგილები აიღეს აკადემიურ ვოკალში, ხოლო დანარჩენებმა ასევე პირველი ადგილები -ჯაზში“ -ამბობს თამრიკო ღოღობერიძე.

ქართველი კონკურსანტების წარმატებები ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე
ქართველი კონკურსანტების წარმატებები ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალზე
3 001 ნახვა
13-02-2018, 22:22
GOGA.TV © 2005