GOGA.TV
youtube
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თუ ერთხელ დაკარგავთ, ვეღარასდროს დაიბრუნებთ
  • ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თუ ერთხელ დაკარგავთ, ვეღარასდროს დაიბრუნებთ

    ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ლო­ი­ა­ლუ­რია, ზოგი კი გა­სა­ო­ცა­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რა­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად ავ­ლენს. დღეს გვინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სტა­ტია ზო­დი­ა­ქოს იმ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც, რო­გორც წესი, არა­სო­დეს ახა­სი­ა­თებთ "წარ­სულ­თან დაბ­რუ­ნე­ბა" ზოგს სი­ა­მა­ყის, ზოგს კი უბ­რა­ლოდ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის გამო.

    კურო
    ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­თუ­თი ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. კუ­როს სიყ­ვა­რუ­ლი ხან­გრძლი­ვი და ღრმაა, ამი­ტომ იგი ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით არ­ჩევს ხოლ­მე პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს, რათა ამ უკა­ნას­კნელ­მა იმე­დი არ გა­უც­რუ­ოს. თუმ­ცა, თუკი ისე მოხ­და, რომ მა­ინც შეც­და იგი მე­ო­რე ნა­ხევ­რის არ­ჩე­ვა­ში, კურო არა­სო­დეს უბ­რუნ­დე­ბა "ყო­ფილს". ამ­ჯო­ბი­ნებს გზა გა­აგ­რძე­ლოს ახა­ლი სა­ბე­დოს ძი­ე­ბა­ში ისევ და ისევ ემო­ცი­უ­რი ტკი­ვი­ლის ხე­ლახ­ლა გან­ცდის ში­შით.

    ლომი
    ლო­მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის აზრი და სტი­მუ­ლია. თუ არ უყ­ვარს ლომი სა­კუ­თარ თავს არ ჰგავს. ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვად სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვართ ხოლ­მე უფრო მე­ტად ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლის ესა თუ ის ობი­ექ­ტი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლომი სა­კუ­თარ თავს, გულს და სულს მთლი­ა­ნად შეყ­ვა­რე­ბულს უძღვნის და ვაი იმას, ვინც ლო­მის მხრი­დან მის ამ­გვარ მსხვერ­პლს ვერ და­ა­ფა­სებს. ლომი უმა­დურს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­შორ­დე­ბა და არა­სო­დეს! არა­სო­დეს და­უბ­რუნ­დე­ბა მას. იგი საკ­მა­რი­სად ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რეა, რომ უკან და­უბ­რუნ­დეს ადა­მი­ანს, ვინც მის მცდე­ლო­ბას და გულ­წრფე­ლოს ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სებს.

    თხის რქა
    გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, დინ­ჯი და მო­ზო­მი­ლი თხის რქა სიყ­ვა­რულ­ში გუ­ლის გახ­სნას პარტნი­ორ­თან, რო­გორც წესი, არა­სო­დეს ჩქა­რობს. ამ ადა­მი­ა­ნებს ზო­გა­დად უჭირთ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა, არც რო­მან­ტი­კუ­ლი "უწი-პუ­წია" თხის რქის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვა. თუმ­ცა, ვინც უყ­ვარს, იმას თხის რქა ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლობს ხოლ­მე. მაგ­რამ თუ ისე მოხ­და, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა ვერ და­ა­ფა­სა მისი გულ­წრფე­ლო­ბა, თხის რქა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­ვამს წერ­ტილს ისე, რომ უმ­ცი­რეს შანსსაც აღარ და­უ­ტო­ვებს უმა­დურს სა­მო­მავ­ლოდ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    56 ნახვა
    18-11-2021, 11:13