ყაზაიშვილს მისი კლუბი აშშ-ში ბექჰემზე, კაკაზე, პირლოზე და ანრიზე უფრო წარმატებულად თვლის » GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია
goga.tv
Goga.tv
gzavmili
7
ყაზაიშვილს მისი კლუბი აშშ-ში ბექჰემზე, კაკაზე, პირლოზე და ანრიზე უფრო წარმატებულად თვლის

ყაზაიშვილს მისი კლუბი აშშ-ში ბექჰემზე, კაკაზე, პირლოზე და ანრიზე უფრო წარმატებულად თვლის

25 წლის ქართველ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს თავისი კლუბი "სან ხოსე ერსქვიკსი" სტატიას უძღვნის, მიმოიხილავს მის ორ უკანასკნელ თამაშს საქართველოს ნაკრებში და საიტის მომხმარებელს ლიტვასთან და ესტონეთთან გატანილი გოლების ვიდეოებს სთავაზობს.

"როდესაც თქვენ წარსულში MLS-ის ყველაზე დიდ ვარსკვლავებზე ფიქრობთ, გახსენდებათ დევიდ ბექჰემის, ტიერი ანრის, კაკას, რობი კინის, ანდრეა პირლოს და კუატემოკ ბლანკოს სახელები. ახლა ასეთები დავიდ ვილია, დიეგო ვალერი, ინასიო პიატი, ჟოზი ალტიდორი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი და მიგელ ალმირონი არიან. რას იტყვით, თუ გაუწყებთ, რომ ლიგაზე ვაკოს პირველი 15 მატჩი უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე ყველა ზემოთჩამოთვლილი მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავებისა?

1 000 წუთში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფაქტია, ვაკო სცენაზე მათზე სწრაფად აიჭრა. ამას გარდა, ნაკრებში 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მათ შორისაა ეს შედევრი ესტონეთთან".

ვაკოს მიერ გატანილ გოლს ასე ეხმაურება რუსული "ევრისპორტი:"საქართველოს ნაკრების ჰავბეკმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ კუარეჟმას როდი შეუძლია ჭყვინტით ასე გაისროლოს ბურთი ცხრიანში".
წყარო: sportall.ge
201 ნახვა
28-03-2018, 00:00
GOGA.TV © 2005