GOGA.TV
youtube
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან იდეალური მამები
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან იდეალური მამები

    არ­სე­ბო­ბენ ზო­დი­ა­ქოს კონ­კერ­ტუ­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, ანუ ის ვი­საც ჩა­ნა­სახ­ში­ვე აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, სხვებ­ზე ზრუნ­ვი­სა და მფარ­ვე­ლო­ბის ნიჭი. ამი­ტო­მაც არის რომ ისი­ნი, ყო­ველ­თვის დიდი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის.

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით ცე­ცხლო­ვა­ნი, აქ­ტი­უ­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი მამ­რე­ბი ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას. ვერ­ძი ჯი­უ­ტი და პრინ­ცი­პუ­ლია რო­გორც ქმა­რი, მაგ­რამ სა­ოც­რად თავ­და­დე­ბუ­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რია რო­გორც მამა. ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი სიმ­ბო­ლუ­რად "ას­ტრა­ლურ ბავ­შვს" შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იმი­ტომ რომ, ის პირ­ვე­ლია ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის. ამი­ტომ ვერ­ძი მა­მე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხე­ბენ შვი­ლებ­თან "მა­თი­ვე ენა­ზე" კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ თა­ვა­დაც სუ­ლით ბავ­შვე­ბი და ინ­ფან­ტი­ლუ­რე­ბი არი­ან. ვერ­ძი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი მა­მაა, ამი­ტომ მის­თვის არ არ­სე­ბობს ე.წ. "მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის" ტრა­დი­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. იგი ახალ­გაზ­რდუ­ლი ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს შვი­ლებ­თან მუ­დამ ჰქონ­დეს მე­გობ­რუ­ლი, უშუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

    კირჩხი­ბი - ალ­ბათ ყვე­ლა ას­ტრო­ლო­გი და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამრს ნე­ბის­მი­ერ ქალ­ზე უკეთ შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი პირ­მ­შოს მოვ­ლა. კირჩხიბს მთვა­რე მარ­თავს, შე­სა­ბა­მი­სად, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცე­ბი გა­სა­ო­ცა­რი მზრუნ­ვე­ლო­ბით, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი აღ­ქმის უნა­რი­თა და სიფრ­თხი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მა­მო­ბა კირჩხი­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "თა­ნამ­დე­ბო­ბა" და რე­გა­ლი­აა. ამი­ტომ იგი სა­კუ­თარ შვი­ლებს თავს ევ­ლე­ბა, ზრუ­ნავს მათ­ზე და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბაც შე­უძ­ლია თუკი ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მამა კირჩხი­ბი მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლია, მის­თვის მარ­ტი­ვია შვი­ლებს მყუდ­რო და და­ცუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მნას. იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თობს პა­ტა­რებს და არა­სო­დეს ტო­ვებს უყუ­რა­დღე­ბოდ, როცა ისი­ნი ზედ­მეტს ცელ­ქო­ბენ. ის კი არა, დიდ ასაკ­შიც აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს კირჩხი­ბი მამა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში დო­მი­ნან­ტუ­რი რო­ლის და­კა­ვე­ბას. რის გა­მოც ზოგ­ჯერ, პრობ­ლე­მე­ბიც კი ექ­მნე­ბა თა­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­მოყ­ვა­რულ ნა­ში­ერ­თან.

    მო­რი­ე­ლი - იშ­ვი­ა­თი სიფრ­თხი­ლით, წინ­და­ხე­დუ­ლო­ბი­თა და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მამ­რია. მარ­თა­ლია, იგი ხში­რად სას­ტი­კი და მკაც­რია ქა­ლებ­თან, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის მი­მართ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მამა მო­რი­ე­ლი შვი­ლებს ენის მო­ჩლე­ქით ელა­პა­რა­კე­ბა ან მათ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს დიდსუ­ლოვ­ნად. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის გამო მო­რი­ელს ყვე­ლა­ფერ­ზე წას­ვლა შე­უძ­ლია და პა­ტა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა პრი­ო­რი­ტეტ­ზე წინ აყე­ნებს მუ­დამ. მო­რი­ელ­მა ზუს­ტად იცის რა სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს. ის არ ანე­ბივ­რებს შვი­ლებს ზედ­მე­ტად, თუმ­ცა მისი ზო­მი­ე­რი სიმ­კაც­რე და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა დიდ ასაკ­ში ფას­დე­ბა მისი ნა­ში­ე­რე­ბის მხრი­დან, იმ კუ­თხით, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის მი­მარ­თა­ვენ რჩე­ვის­თვის მა­მას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    48 ნახვა
    21-11-2021, 12:33