GOGA.TV
22-28 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 22-28 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. სამსახურში ვალდებულებები მოგემატებათ და იყავით დაკვირვებული. ერთ საქმეს რომ დაასრულებთ მერე გადადით მეორეზე. მოგინდებათ უცხო ენის, ახალი კომპიუტერული პროგრამის ათვისება.

    კურო
    შეადგინეთ დღის განრიგი, რათა არაფერი დაგავიწყდეთ და გამოგრჩეთ. გამონახეთ დრო იმ საქმეებისთვის, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

    ტყუპი
    კრიტიკულად შეაფასეთ გარშემო მომხდარი მოვლენები. ნუ დაუჯერებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. ნუ წახვალთ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ. მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად გასართობ
    ღონისძიებებს დაესწარით.

    კირჩხიბი
    იყავით მიზანმიმართული და შეუპოვარი, რომ გაიმარჯვოთ. არავის მისცეთ თქვენი დაჩაგვრის უფლება. მოერიდეთ პარტნიორებთან ფულის გამო კამათს. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. მოგინდებათ ბინის კეთილმოწყობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება.

    ლომი
    არჩევნის წინაშე დადგებით და კორექტული უნდა იყოთ. ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი თავი არ დაიზარალოთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისთვის. შეუქმენით მათ კომფორტული პირობები. უქმეებზე სპორტული აქტიურობა და კონკურსებში მონაწილეობა მოგინდებათ.

    ქალწული
    ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. იყავით გაბედულად, მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები. გაგიუმძაფრდებათ ინტერესი სწავლისდამი, ახალი ცოდნის მისაღებად. უქმეები ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ.

    სასწორი
    ნოსტალგია მოგეძალებათ და მოგინდებათ, დაუბრუნდეთ ძველ პროექტებსა და საქმეებს. გადახედეთ ძველ წერილებს, მიმოწერებს, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს იქ მიაგნოთ. უქმეებზე მოინახულეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავები, რის გამოც მოიმატებს ხარჯი.

    მორიელი
    გამოიჩინეთ ინიციატივა და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნებების დიპლომატიურად მოგვარება და გარშემო მყოფების "მოქოქვა". უქმეებზე შეიძინეთ ახალი ნივთები საკუთარი თავისა და ოჯახისთვის.

    მშვილდოსანი
    ორშაბათიდან მზე თქვენს ნიშანში გადადის და ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მოგინდებათ მიძინებული პროექტების დასრულება, მატერიალური საკითხების მოგვარება. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და დასვენებისთვის.

    თხის რქა
    მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კამათისგან. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში. შეიძლება ვირტუალური მეგობრების კი გაიჩინოთ.

    მერწყული
    დაისახეთ კონკრეტული მიზანი. სასურველია, ჯერ დაწყებული საქმეები დაასრულოთ. მოიმატებს ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა. უქმეებზე, მეგობრებთან შეხვედრა ენერგიით აგავსებთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.

    თევზები
    მოულოდნელობებით აღსავსე კვირა გელოდებათ, შეიძლება გეგმებიც კი შეგეცვალოთ. არ იკამათოთ ახლობლებთან. კარგი კვირაა მოგზაურობისა და სწავლისთვის. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ მრჩეველი, ვინც სწორ გზაზე დაგაყენებთ. უქმეებზე მოინახულეთ მშობლები.

    წყარო: marao.ge
    58 ნახვა
    21-11-2021, 23:28