GOGA.TV
youtube
ზოდიაქოს ყველაზე მარტოსული ნიშანი
  • ზოდიაქოს ყველაზე მარტოსული ნიშანი

    ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მარ­ტო­ო­ბის პა­ნი­კუ­რად ეში­ნი­ათ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი აწუ­ხებთ. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნი­ლიც კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს რე­ა­ლუ­რად არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რიც და თა­ვი­სუ­ფა­ლიც. თუმ­ცა არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მელ­თაც მარ­ტო­ო­ბის გან­ცდა გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, თუმ­ცა ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უჭირთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რა დო­ზი­თაა ჩვენ­ში მარ­ტო­ო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

    მო­რი­ე­ლი - მისი მარ­ტო­სუ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო რთულ ხა­სი­ათ­ში იმა­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­რი­ე­ლი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით უსა­ზღვროდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლია, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხში­რად საქ­მეს აფუ­ჭებს მისი მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­რი­ელ­თან ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი კავ­ში­რი დიდ კომ­პრო­მისს და თავ­გან­წირ­ვას ითხოვს. ამი­ტო­მაც ეთ­ვი­სე­ბი­ან მას კირჩხი­ბი­სა და თევ­ზე­ბის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

    თხის რქა - სა­ტურ­ნი, თხის რქის მმარ­თვე­ლი შე­ზღუდ­ვებ­სა და დეპ­რე­სი­ებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ბევ­რი თხის რქა, ბავ­შვო­ბი­დან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რად ცივი და უთ­ქმე­ლი ადა­მი­ა­ნია. თუმ­ცა ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ მათ რე­ა­ლუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ მძაფ­რი გრძნო­ბე­ბის გან­ცდა. უბ­რა­ლოდ მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან სა­კუ­თა­რი შეგ­რძნე­ბე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას და ხში­რად, გულ­წრფე­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა­საც კი ნაკ­ლად უთ­ვლი­ან სა­კუ­თარ თავს. ამი­ტომ ძალ­ზე ხში­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად ირ­ჩე­ვენ ისი­ნი მარ­ტო­ო­ბას. სა­უ­კე­თე­სოდ მათი გა­გე­ბა კუ­როს და ქალ­წუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ.

    მერ­წყუ­ლი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით ცხოვ­რე­ბა, აი­ძუ­ლებს ბევრ მერ­წყულს, რომ ხში­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად იყოს მარ­ტო. მერ­წყუ­ლი პლა­ნე­ტა ურა­ნის მარ­თვა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ სუ­ლი­ერ და მენ­ტა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე აგებს პა­სუხს ადა­მი­ან­ში, ამი­ტომ მერ­წყუ­ლებს ხში­რად მარ­ტო­ო­ბა არა­თუ აში­ნებთ - მოს­წონთ კი­დეც და მას­ში გარ­კვე­ულ ხიბლსაც ხე­და­ვენ. ისი­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ურ­ბი­ან ქორ­წი­ნე­ბას და არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით უკავ­ში­რე­ბენ ბედს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. მათ­თვის იდე­ა­ლუ­რი მე­წყვი­ლე­ო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ ტყუპ­სა და სას­წო­რებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    62 ნახვა
    23-11-2021, 13:48