GOGA.TV
მადონა გიორგაძის წიგნის პრეზენტაცია ნიუ-იორკში
  • მადონა გიორგაძის წიგნის პრეზენტაცია ნიუ-იორკში

    ქართულ რესტორან „ოდა ჰაუსში“ მადონა გიორგაძის კულინარიული წიგნის, “Around the Georgian Table” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ორიგინალურად არის შედგენილი, რომლის შინაარსი ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტებს ისტორიებით და ამასთანავე ავტორის ბიოგრაფიულ ცნობებს მოიცავს.
    „ბავშვობის დროინდელი მოგონებები... ცივი ზამთრის ღამეები ელექტროენერგიის გარეშე; სანთლის შუქზე შესრულებული საშინაო დავალებები; ორი საათი ფეხით სიარული ინსტიტუტამდე; 1991 წლის საქართველოს პატარა ინდუსტრიულ ქალაქ რუსთავში ცხოვრება იოლი არ იყო. მაშინ ბედნიერები ვიყავით, რადგან საბჭოთა კავშირიდან გამოვედით და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ უმუშევრობამ, პურის გრძელ რიგებში დგომამ და სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. ნათლად მახსოვს, როდესაც პატარა სამზარეულოში ვიჯექი, შეშის ღუმელთან ხელებს ვითბობდი და ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მესწავლა, თავდაუზოგავად მეშრომა, მებრძოლა, მეოცნება და მომეძებნა გზა, რომლისკენაც სვლა დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამომაყალიბებდა“- აღნიშნავს ავტორი და ბავშვობის დროინდელ მოგონებებთან ერთად, მკითხველს აშშ-ში ჩასვლისა და ცხოვრების შემდგომი განვითარების შესახებ უყვება, რომელიც უამრავ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული.
    მკითხველს შეუძლებელია გამორჩეს ავტორის პოზიტიური აზროვნებით მიდგომა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან, რომელიც მის ბიოგრაფიას უდავოდ საინტერესო კუთხით წარმოაჩენს და ზოგჯერ ღიმილსაც ჰგვრის.
    მადონა გიორგაძემ წიგნზე მუშაობას რამდენიმე წელი მოანდომა. რეცეპტები ინგლისურ ენაზე გააერთიანა და მიზნად ისახავს ქართული სამზარეულოს და კულტურის პოპულარიზაციას ამერიკაში.


    მადონა გიორგაძის წიგნის პრეზენტაცია ნიუ-იორკში






    ესაუბრა ქეთი იმერლიშვილი
    ექსკლუზიურად GOGA.TV-სთვის
    92 ნახვა
    24-11-2021, 01:03