GOGA.TV
ხურვალეთთან ოკუპანტები, მავთულხლართებს სოფლის მინდვრებში ავლებენ
  • ხურვალეთთან ოკუპანტები, მავთულხლართებს სოფლის მინდვრებში ავლებენ

    სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტები, მავთულხლართებს სოფლის მინდვრებში ავლებენ. მათ ბორდერიზაციის პროცესი გააგრძელეს.

    ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სამუშაოებს ოკუპანტები ღამის პერიოდში აწარმოებენ.

    ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 12-23 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდა.

    უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
    30 ნახვა
    25-11-2021, 10:48