GOGA.TV
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

    თვის უმე­ტის ნა­წი­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას უნდა და­უთ­მოთ, ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ამას­თან, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს შეხ­ვდე­ბით და მო­მა­ვა­ლი წლის გეგ­მებს გა­ნი­ხი­ლავთ, ჩა­მო­წერთ იდე­ებს. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ გუ­ლახ­დი­ლო­ბას და უხე­შო­ბას. თვის ბო­ლოს აი­ღეთ შვე­ბუ­ლე­ბა და ახა­ლი წელი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ, თუნ­დაც ქა­ლაქ­გა­რეთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    14 დე­კემ­ბრამ­დე და­ნიშ­ნეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. აგ­რეთ­ვე, მო­აგ­ვა­რეთ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი. 15-დან იზ­რუ­ნეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა წლის ბო­ლოს და­წი­ნა­უ­რე­ბა­საც გა­მოჰ­კრათ ხელი ან პრე­მი­ის მი­ღე­ბას.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, კო­ლე­გას­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან. ზო­გი­ერთს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლა­დი პრე­მია მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის. წლის ბო­ლოს­თვის მო­გინ­დე­ბათ ბი­ნის­თვის ლა­მა­ზი, მდიდ­რუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის - ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის. ასე, რომ ხარ­ჯიც მო­გე­მა­ტე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა აი­მაღ­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სიც.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. მაგ­რამ ამა­ვე დროს მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბას, აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის პროგ­რა­მა: სუფ­რა, სა­ყიდ­ლე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, ქა­ლაქ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა და ა.შ. თვის ბო­ლოს­კენ მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ სა­შიშ სიმპტო­მებს.

    4 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან საქ­მე­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა მო­ინ­დო­მოთ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა ან სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა.

    19 დე­კემ­ბრის შემ­დეგ მო­აგ­ვა­რეთ სა­ბუ­თე­ბი, დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ად­გი­ნეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ებს; გაფრ­თხილ­დით, რომ არ გათ­ქვათ სა­ი­დუმ­ლო­ბე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    52 ნახვა
    25-11-2021, 12:43